Home » Tag Archives: გიორგი კვირიკაშვილი (page 2)

Tag Archives: გიორგი კვირიკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი: პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ

ბიძინა ივანიშვილი: პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ

პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, – ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ რიგით მეხუთე ყრილობა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა. ყრილობაზევე მოხდა ახალი პოლიტსაბჭოს შემნადგენლობის დამტკიცებაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. ...

Read More »

საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად რეგულაციები მკაცრდება

საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მოსაპოვებლად რეგულაციები მკაცრდება

მთავრობამ არალეგალური მიგრაციის პრევენციის მიზნით დამატებით რეგულაციები მოამზადა ცვლილებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მინისტრებს გააცნო. “ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უცხოელებზე ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებების პაკეტი. რამდენიმე დღის წინ მქონდა ამ საკითხის განხილვა იუსტიციის მინისტრთან ერთად, ეს საკითხი ცდება მხოლოდ მთავრობის პრეროგატივას და ეს არის მთლიანად სახელისუფლებო გუნდის განსახილველი საკითხი. სწორედ ამიტომ, განხილვას ესწრებოდნენ მინისტრები. იუსტიციის სამინისტრო მთავრობის დღევანდელ ...

Read More »

2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება

2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2021 წლისთვის საქართველოში ნახევარ მილიონ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოეხსნება. გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაწყებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. “ჩვენ ვაგრძელებთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც საჭირბოროტოა ჩვენი ქვეყნის ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ეს არის წყალმომარაგება. ამჯერად საუბარია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პროექტზე. ...

Read More »

რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ

რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე, რომელსაც ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად ასახელებენ

უმცირესობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე დღის წინ პარლამენტის სხდომაზე სულხან ზუმბურიძე, საქართველოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკად მოიხსენია. ცნობისთვის, ზუმბურიძე “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეა, რომელიც თანამდებობაზე 2007 წლის დეკემბერში დაინიშნა. „ბიზნესპრერსნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ქონებას ფლობს სულხან ზუმბურიძე და არის თუ არა იმ მაღალანაზღაურებად ჩინოვნიკებს შორის, რომელთაც პრემიერ-მინისტრზე მეტი ხელფასი აქვთ. 2018 წლის 31 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზუმბურიძე ...

Read More »

“პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება”

"პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება"

პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრის გახსნისას განაცხადა. „პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის სასარგებლოდ თუ არ ვიცი, საამაყოდ, რომ მე მქონდა სულ რამდენიმე დღის წინ მასთან საუბარი და ის ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. ჩვენ ასევე ფინანსთა მინისტრთან საუბარი გვქონდა ...

Read More »

„მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და გამართული რკინიგზა“

„მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი და გამართული რკინიგზა“

ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ კახეთში განაცხადა. პრემიერმა სასტუმრო „ახაშენის ღვინის კურორტის“ გახსნაზე კახეთის და თუშეთის ტურისტულ პოტენციალზე და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. „ამაზე უკვე მიდის ფიქრი და ვფიქრობ, ისევ და ისევ კერძო სექტორთან პარტნიორობით ჩვენ შევძლებთ, რომ კახეთში განხორციელდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები პირველ ეტაპზე, შემდგომში ...

Read More »

“საქართველო რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად უნდა გადავაქციოთ”

"საქართველო რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად უნდა გადავაქციოთ"

საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოსადმი ინტერესი სულ უფრო დიდია. “საქართველო უნდა გადავაქციოთ რეგიონის სპორტული ტურიზმის ცენტრად, მით უფრო, რომ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი სულ უფრო დიდია. ჩვენ მნიშვნელოვანი აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ უნიკალურ ძეგლებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში იყო მიტოვებული და 2018 წელს საქართველო იქნება მთავარი მასპინძელი ...

Read More »

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.  როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან იუწყებიან, მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტი შეაფასა როგორც „21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე“. “უპირველეს ყოვლისა, პორტი უნიკალური პროექტია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პორტი აბრეშუმის გზის რუკაზე განამტკიცებს საქართველოს პოზიციას. ეს პორტი, ...

Read More »

„გილოცავ ნათია, საქართველო ამაყობს შენით“

„გილოცავ ნათია, საქართველო ამაყობს შენით“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნათია თოდუას The Voice of Germany 2017-ში გამარჯვებას ფეისბუქის გვერდზე ულოცავს. „ნათია თოდუა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებულია! გილოცავ ნათია! საქართველო ამაყობს შენით!“ – წერს გიორგი კვირიკაშილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. 21 წლის ქართველმა მომღერალმა ნათია თოდუამ კონკურსში ხმების 50,10% მოიპოვა. 26 ათასი კონკურსანტიდან ფინალში იგი 4 კონკურსანტს შორის მოხვდა.

Read More »

თოფაძის შვილის კომპანია – ახალი სკანდალი პრემიერის და “უცნობის” დაპირისპირებაში

თოფაძის შვილის კომპანია - ახალი სკანდალი პრემიერის და "უცნობის" დაპირისპირებაში

გიორგი გაჩეჩილაძის სიძის კომპანია „სიტროენ ჯორჯია“ ტენდერიდან „ჰიუნდაი ავტომ“ მოხსნა, რომელიც გოგი თოფაძის შვილიის, ირაკლი თოფაძის საკუთრებაა- ამ სკანდალურ განცხადებას დავების საბჭოს წევრი მამუკა ტუსკაძე აკეთებს. ტუსკაძე ამბობს, რომ სწორედ ამ კომპანიის სასარგებლოდ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ტენდერიდან სიტროენი უკანონოდ მოიხსნა. „ტენდერი სინამდვილეში მოიგო “ჰიუნდაი ავტომ”, „ჰიუნდაი ავტოს“ მფლობელი, შეგიძლიათ საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ნახოთ, რომ არის ირაკლი თოფაძე. ირაკლი თოფაძე ...

Read More »