Home » Tag Archives: გიორგი კვირიკაშილი

Tag Archives: გიორგი კვირიკაშილი

კვირიკაშვილი მედიას თხოვნით მიმართავს გააშუქოს პოზიტივიც

კვირიკაშვილი მედიას თხოვნით მიმართავს გააშუქოს პოზიტივიც

“მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე – პოზიტივზე” მინდა, თხოვნით მივმართო მედიის წარმომადგენლებს, ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ როგორც პრობლემებზე საუბარი, ასევე – პოზიტივზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მედიის წარმომადგენლებს ჟურნალისტებს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე მიულოცა. „3 მაისი არის თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. მინდა მედიის წარმომადგენლებს მოგილოცოთ თქვენი დღესასწაული. ძალიან ...

Read More »

მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის

მთავრობა ახალი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის

საქართველოს მთავრობა ახალი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საგადასახადო ინიციატივებით გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის აღნიშნა, ფინანსთა მინისტრის მიერ ინიცირებული სამი ახალი რეფორმა დამატებით ჟანგბადს მისცემს, განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს. „ფინანსთა სამინისტრომ ახლახან წარმოადგინა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომლებიც მცირე მეწარმეებისთვის ხუთჯერ ამცირებს საგადასახადო ტვირთს. რეალურად ეს იყო მართლაც უპრეცედენტო ნაბიჯი საგადასახადო ლიბერალიზაციის მიმართულებით. ...

Read More »

“საქართველომ წარმატებით გადალახა რეგიონში არსებული კრიზისი და დღეს გაჯანსაღების კარგი ტენდენცია გვაქვს”

"საქართველომ წარმატებით გადალახა რეგიონში არსებული კრიზისი და დღეს გაჯანსაღების კარგი ტენდენცია გვაქვს"

წლის ბოლოსთვის ეკონომიკის რეალური ზრდა უფრო მაღალი გვექნება, ვიდრე დაგეგმილი იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ პირველი მიმოხილვა დაასრულა და საქართველოს ფისკალური მაჩვენებლები არის აბსოლუტურად იმ ჩარჩოებში, რომლებიც მთავრობას განსაზღვრული ჰქონდა. „მოგეხსენებათ, რომ ზრდის მაჩვენებელმა გადააჭარბა დაგეგმილს და ჩვენ წლის ბოლოსთვის გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკის რეალური ზრდა, ვიდრე ...

Read More »

„თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს“

„თბილისში კეთდება ისტორიული პროექტი, რომელიც შექმნის მართლაც ანალოგის არმქონე მწვანე სივრცეს“

ბიძინა ივანიშვილი არ იმსახურებს იმას, რასაც იღებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და ამ კონტექსტში პროექტ „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის უდიდესი უსამართლობა. „მინდა ვთქვა, რომ სიმართლე ყოველთვის თავისას გაიტანს. სიმართლე არის ერთი რამე, რომ თბილისში კეთდება ...

Read More »

“ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს”

"ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს"

ამერიკული ინვესტიცია ანაკლიის პორტის მშენებლობაში  ადასტურებს ჩვენი ქვეყნის რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის დიდ პოტენციალს, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსთან ერთობლივი განცხადების დროს აღნიშნა. „კონტი ჯგუფის“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კონსორციუმში ჩართვასთან ერთად მივესალმებით თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმებას ანაკლიის პორტის კონსორციუმსა და ამერიკულ მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ პორტ ოპერატორ კომპანიასთან SSA Marine-ს შორის, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ოპერირებას გაუწევს ...

Read More »

საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ბუმი იწყება

საქართველოში ქარის ელექტროსადგურების ბუმი იწყება

ქვეყანაში ალტერნატიულმა ენერგეტიკამ ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მას შემდეგ, რაც გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტმა ყველა მოლოდინი გაამართლა, სწრაფად დაიწყო მუშაობა ახალი სადგურების აშენების შესახებ. პარალელურად კი შპს „ქართლის“ აქციებს საქართველოს მოქალაქეებს შესთავაზებენ. ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქარის პოტენციურ სადგურებზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები დაასრულა. გორში მდებარე ქარის სადგურის სიმძლავრის 100 მგვტ-მდე გაზრდის მიზნით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა უკვე მომზადდა და ახლა ჯერი ენერგეტიკის სამინისტროზეა. ...

Read More »

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ადგილობრივი ავიაციის განვითარება იწყება

ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლება ადგილობრივი და მცირე ავიაციის განვითარებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხას ხარჯავს. შენდება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომები, როგორიცაა: ამბროლაურის აეროპორტი – ინვესტიცია 14 მილიონი ლარი; მესტიის აეროპორტი – ინვესტიცია 20 მილიონი ლარი; მთავრობას აგრეთვე დაანონსებული აქვს ადგილობრივი აეროპორტების მშენებლობა ახალქალაქში, თუშეთში, ზუგდიდსა და ომალოში. აღნიშნული პროექტების პარალელურად, გვაქვს სურათი, სადაც ადგილობრივი საავიაციო კომპანიები ვერ ვითარდებიან. ერთადერთი ავიაკომპანია, “სერვისეირი”, რომელიც ...

Read More »

“პროექტის “აწარმოე საქართველოში” შედეგად 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა”

პროექტის "აწარმოე საქართველოში" შედეგად 7 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა"

ბიზნესის გვერდში დგომა და ხელშეწყობა ჩვენი სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, – ამის შესახებ აქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ახალი სტრუქტურის პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დღის წესრიგში დგას არსებული სახელმწიფო პროგრამების გაფართოება და მათი ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდა. “აწარმოე საქართველოში“ მთლიანად არის ორიენტირებული სახელმწიფოს მხრიდან ...

Read More »

პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოეხმაურა

პრემიერი ტენდერებთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოეხმაურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტენდერებთან დაკავშირებით კომპანიებს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უკვე რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ უხდის. მთავრობის მეთაურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძეს აღნიშნულ საკითხზე კონტროლი დაავალა. „ბოლო პერიოდში რამდენიმე, საკმაოდ უარყოფითი პრეცედენტი დაფიქსირდა. მუნიციპალური ტენდერების შემთხვევაში, ...

Read More »

რა არის დღევანდელი მთავრობის უმთავრესი გამოწვევები

რა არის დღევანდელი მთავრობის უმთავრესი გამოწვევები

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მინისტრთა კაბინეტის წევრების დანიშვნის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, მინისტრები ოფიციალურად შეუდგნენ თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას. 28 ნოემბერს მინისტრის თანამდებობაზე პირველი სამუშაო დღე ჰქონდათ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა კი ფინანასთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა. რის გაკეთებას აპირებენ მთავრობის ახალი წევრები პირველ რიგში და რას ურჩევენ მათ პოლიტიკისა და ეკონომიკის ექსპერტები?   საქართველოს ...

Read More »