Home » Tag Archives: გიორგი გახარია

Tag Archives: გიორგი გახარია

„საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში“

საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ მიმართულებით რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან უახლოეს დღეებში გვექნება. „ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურისმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ...

Read More »

გახარია – ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსა

„ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და ...

Read More »

სამშენებლო სექტორში მომუშავე და სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს 5 მაისიდან მუშაობის განახლების უფლება მიეცათ

ხვალიდან, 5 მაისიდან სამშენებლო სექტორში მომუშავე და ასევე, სამშენებლო მასალების მწარმოებელი ყველა კომპანია მუშაობას განაახლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, 5 მაისიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიების შემოწმებები გაგრძელდება. „გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ 5 მაისიდან, ანუ ხვალიდან მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებულია სამშენებლო მასალების წარმოებით. ასევე, ყველა ...

Read More »

გიორგი გახარია – მთის კურორტების მზადყოფნა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

მთის კურორტების მზადყოფნა სეზონისთვის, თავისი ყველა კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთის კურორტების თემასთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე განაცხადა, რომელსაც მთავრობის წევრები და შესაბამისი ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი გახარია დაინტერესდა, თუ როგორი მდგომარეობაა ზამთრის კურორტებზე როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცავი უწყებების ნაწილში. „უნდა ვიცოდეთ, სად ვართ ინფრასტრუქტურულად, სანომრე ბაზით, კატასტროფის მედიცინის კუთხით, ...

Read More »

სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს დარგი, რომელიც დააკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას და შეამცირებს იმპორტს – გიორგი გახარია

სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ეფექტურად მზარდი დარგი როგორც ექსპორტის ნაწილში, ასევე შიდა მოხმარების დაკმაყოფილებისა და პირველ რიგში იმპორტის შემცირების ნაწილში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა აგროსასურსათო ბალანსის გაუმჯობესების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია, ქვეყანაში წარმოებულმა სოფლის მეურნეობის პროდუქციამ მაქსიმალურად ჩაანაცვლოს იმპორტი, ...

Read More »

გიორგი გახარია – სურგულაძეს წასვლა უნდოდა, ძალით ხომ არ ვამუშავებთ, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარის პოსტიდან პირადი გადაწყვეტილებით მიდის. „საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი, როგორც ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის, გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული ქვეყნის ეკონომიკისთვის რეფორმა. სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა და მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მას ჰკითხეთ, სერიოზულია თუ არა. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს ...

Read More »

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

რას გულისხმობს პრივატიზაციის ახალი პოლიტიკა

150 მილიონი ლარის 117 საპრივატიზაციო ობიექტი, რომელმაც 2500 სამუშაო ადგილი უნდა შექმნას საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალი ქვეყნისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრივატიზაციის პროცესის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ობიექტების გასხვისება და ეკონომიკურ ბრუნვაში მათი მეტად ინტეგრირებული ჩართვა. აღნიშნული პროცესი ეკონომიკურ ზრდას საგრძნობლად უწყობს ხელს. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ კერძო სექტორი გაცილებით უკეთ მართავს მის ხელთ არსებულ რესურსებს. საქართველოში პრივატიზაციის ტემპები მაინცდამაინც ...

Read More »

ზაზა ოქუაშვილი – ივანიშვილი, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა და კრიმინალია

ზაზა ოქუაშვილი - ივანიშვილი, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა და კრიმინალია

“ერთი წლის წინ ვსაუბრობდი, ვინც იყო ბიძინა ივანიშვილი. გავაცანით საზოგადოებას და ხალხმაც ნახა, რომ მის სიტყვას ფასი არა აქვს”, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. “უკვე ეჭვი არ ეპარება არცერთ მოქალაქეს, რომ ივანიშვილი არის, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა კრიმინალი, რომელიც იპარავს ყოველდღიურად. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ენერგიას ვხარჯავთ, ახალგაზრდები იბრძვიან თავისუფლებისთვის და ისინი კი იპარავენ ყოველდღიურად ჩვენს ხმებს, ...

Read More »

„ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა „ევექსის“ სასარგებლოდ კეთდება“ – მზადდება თუ არა კლინიკების ბაზარზე მონოპოლიზაციისთვის ნიადაგი

„ჯანდაცვის სატარიფო რეფორმა „ევექსის“ სასარგებლოდ კეთდება“ - მზადდება თუ არა კლინიკების ბაზარზე მონოპოლიზაციისთვის ნიადაგი

ჯანდაცვის სექტორის სერვისების განვითარება და სატარიფო პოლიტიკის მოწესრიგების მომავალი ბუნდოვანია ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და სახელმწიფოს შორის უთანხმოებაა. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების წარმომადგენლები ერთიანი სატარიფო სისტემის ამოქმედების გადავადებას ითხოვენ. გადავადების პერიოდად კლინიკების წარმომადგენლები 6 თვიან ვადას ასახელებენ. ცვლილებების გადავადების თაობაზე ოცდახუთმა კლინიკამ ღია წერილით პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველს და ბიზნესომბუდსმენს მიმართეს, თუმცა, ...

Read More »

გიორგი გახარია – წელს ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ თბილისს ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი ექნება

გიორგი გახარია - წელს ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ თბილისს ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი ექნება

ინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული პრეზენტაციის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. „მოგეხსენებათ, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების დეპარტამენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების შესაბამისი სტანდარტის დაცვის პირდაპირ ვალდებულება ეკისრება. 2018 წელს საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ, სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა – სარემონტო სამუშაოები ...

Read More »