Home » Tag Archives: ფინანსთა მინისტრი

Tag Archives: ფინანსთა მინისტრი

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადდა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „გავითვალისწინეთ ჯანო ამყოლაძის ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა და სახურავიდან ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალიწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება. ამის შემდეგ, მომავალი შეზღუდვა იქნება სეზონური, თუ სხვა ...

Read More »

“ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს – ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს”

"ლართან დაკავშირებული მერყეობები პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს - ეს არის იმის დემონსტრირება, რომ მყარი და ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს"

ის მერყეობები, რომელიც პერიოდულად ლართან დაკავშირებით ხდება ბაზარზე, არანაირად პანიკის საფუძველს არ უნდა გვაძლევდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. მინისტრმა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი შეაფასა და მას წარმატებული უწოდა. „გაიმართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. მათ პრაქტიკულად ეკონომიკური ზრდის კუთხით საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდეს 4,8%-დან 5,5%-მდე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა იმ ...

Read More »

“პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება”

"პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება"

პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრის გახსნისას განაცხადა. „პოლიციელთა, როგორც სახელფასო პირობები, ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ხდება. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის სასარგებლოდ თუ არ ვიცი, საამაყოდ, რომ მე მქონდა სულ რამდენიმე დღის წინ მასთან საუბარი და ის ძალიან მკაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. ჩვენ ასევე ფინანსთა მინისტრთან საუბარი გვქონდა ...

Read More »

“ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი ვაჭრობაზეა დამყარებული”

"ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განვითარების ვექტორი ვაჭრობაზეა დამყარებული"

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, კუნიო მიკურიას შეხვდა, რომელიც თბილისში  მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების კონფერენციის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ხაზი გაუსვეს თბილისში მიმდინარე კონფერენციისა და გამოფენის  მნიშვნელობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა  საბაჟო სფეროში და მას მსოფლიო საბაჟო ...

Read More »

„დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი დაემატება

„დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი დაემატება

„დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად 2,5 მლნ ლარი დაემატება და ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის“ ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ...

Read More »

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გახდა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გახდა

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი გახდა. მისი კანდიდატურის წინააღმდეგი 47 სენატორი იყო, 53 -მა კი მხარი დაუჭირა. ფიცის დადების ცერემონია უკვე ჩატარდა.   პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა მნუჩინს წარმატებები უსურვა და განაცხადა, რომ სტივენმა იცის როგორ გახადოს ეფექტური აშშ-ის ფინანსური სისტემა.   54 წლის სტივენ მნუჩინი, გამოცდილი ფინანსისტია, 17 წლის განმავლობაში Goldman Sachs-ის საინვესტიციო ბანკის ტოპ-მენეჯერი იყო, შემდეგ კი ბანკის ვიცე ...

Read More »

ნოდარ ხადური სსიპ-ების შემცირებაზე – ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას

ნოდარ ხადური სსიპ-ების შემცირებაზე - ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას

გადავდგით ბევრი ნაბიჯი, რომ სსიპ-ების ბიუჯეტი უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შემცირების საჭიროებასთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა. მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს. „უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს და ...

Read More »

“წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ”

" წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ"

ხელისუფლება წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო. კითხვაზე, მივაღწევთ თუ არა წელს ეკონომიკის დაგეგმილ 3%-იან ზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, “არის მონახაზები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ და არა მარტო მივაღწიოთ ზრდის ამ მაჩვენებელს”. ,,მე გეტყვით, რომ ...

Read More »