Home » Tag Archives: ფასიანი ქაღალდები

Tag Archives: ფასიანი ქაღალდები

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 110 500 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.190 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.165 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა (Georgian Securities Settlement System – GSS System) ამოქმედდა, -ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ავტომატიზებული სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლიდან ...

Read More »

საბანკო სექტორის როლი საფონდო ბირჟის განუვითარებლობაში

საბანკო სექტორის როლი საფონდო ბირჟის განუვითარებლობაში

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა შეეხება ბანკების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის მუხრუჭის როლს. შესაბამისად, საინტერესოა, რა ალტერნატივა შეიძლება გააჩნდეს ფინანსურ სექტორს კაპიტალის მოზიდვისთვის გარდა სესხის აღებისა. ამ კითხვაზე პასუხი მარტივია და საქართველოს საფონდო ბირჟასთან მივყავართ. თუმცა, სანამ კერძოდ საფონდო ბირჟის საქმიანობას განვიხილავთ, საჭიროა ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საფონდო ბირჟების შექმნა უკავშირდება მე-20 საუკუნის დასაწყისს, ...

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.98 პროცენტით, მაქსიმალური 9.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 9.065 პროცენტით განისაზღვრა. „კუპონურმა განაკვეთმა 9.125 ...

Read More »

აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.   დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 363-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.   სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 88 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.250 პროცენტით, მაქსიმალური 7.730 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.623 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. უწყების ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 30 050 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.490 პროცენტით, მაქსიმალური 7.650 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 7.555 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური განაკვეთი 11.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

Read More »

როგორ გავზარდოთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიკვიდურობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე

როგორ გავზარდოთ ფასიანი ქაღალდების ბაზრის ლიკვიდურობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე

  შოთა გულბანი “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, იმ მრავალ ფაქტორთან ერთად, რომლებიც დღეს ამ სფეროს განუვითარებლობას განაპირობებენ,  ლიკვიდურობა არის ერთ-ერთი ფუნდამენტალური მნიშვნელობის პრობლემა, რომლის გადაწყვეტაც ერთის მხრივ სწორი რეფორმების გატარებით არის შესაძლებელი საფონდო ბირჟაზე, ხოლო მეორეს მხრივ, მთავრობის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებით. რა არის ლიკვიდურობა მარტივად რომ ვთქვათ, ლიკვიდურობა ეს არის ...

Read More »

კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იტაცებენ

კომერციული ბანკები სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს იტაცებენ

  შიდა ვალი სტაბილურად იზრდება    სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე ტაციაობაა. თებერვლის ბოლოდან მოყოლებული სახაზინო ვალდებულებებსა და ობლიგაციებზე მოთხოვნა მიწოდებას 3-4-ჯერ აჭარბებს. ამასთანავე, აუქციონში მონაწილე ბანკების რაოდენობაც იზრდება. ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაზე მოულოდნელად გახსნილმა მადამ ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთებიც შეამცირა. 19 მაისს ეროვნული ბანკის აუქციონზე 45 მილიონი ლარის 1 წლიანი სახაზინო ვალდებულებები გაიყიდა. აუქციონში 9 კომერციული ბანკი მონაწილეობდა. ბანკები 144,3  მილიონ ...

Read More »

რეგიონში ყველაზე პოზიტიური ტრენდი საქართველოს ობლიგაციებს აქვს

რეგიონში ყველაზე პოზიტიური ტრენდი საქართველოს ობლიგაციებს აქვს

სუვერენული ობლიგაცები გასულ კვირას (25-30 აპრილი), ლონდონის ბირჟაზე, 4,5% სარგებლით ივაჭრებოდა. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების (GEORG) ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა(-0.3%W.W), 110,5 აშშ დოლარით განისაზღვრა. რეგიონის ქვეყნების (აზერბაიჯანი, რუსეთი)  ობლიგაციების ფასიც სტაბილურია. აზერბაიჯანი – $96,8 სარგებელი -5,3%,  რუსეთი – $105,8 /3,4% . წყარო: BPI

Read More »

EBRD საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება

EBRD საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში დაეხმარება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად არის საქართველოს მთავრობას საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღმოუჩინოს და დაეხმაროს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBED-ის დირექტორის, ბრუნობალვანერაზე აღინიშნა. შეხვედრაზე განიხილეს EBRD-ის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. აღინიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს საიმედო პარტნიორია არამხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, ...

Read More »