Home » Tag Archives: ფარმაცევტული ბაზარი

Tag Archives: ფარმაცევტული ბაზარი

ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოითხოვა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტები სამკურნალო საშუალებისა და სერიული აღრიცხვის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, განადგურების თაობაზე დადგენილი წესების დარღვევით არსებულ ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენდა ან საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოსული და არარეგისტრირებული სამკურნალო პროდუქტები იყო. ...

Read More »

ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია

ბოლო 7 თვეში ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

2018 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან ამოღებულ მედიკამენტებს შორის ყველაზე მეტი საქართველოში წარმოებული პროდუქტია. კერძოდ, „ინტერპრესნიუსის“ მიერ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 1-ელი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა. კერძოდ, 157 შემთხვევაში საქართველოში, 102 შემთხვევაში უკრაინაში, ხოლო 90 შემთხვევაში პოლონეთში წარმოებული ფარმაცევტული საშუალების ბაზრიდან ...

Read More »

ქართული ფარმაცევტული ბაზრის ანომალია – ჯენერიკები ორიგინალ წამლებზე ძვირი ღირს

ქართული ფარმაცევტული ბაზრის ანომალია - ჯენერიკები ორიგინალ წამლებზე ძვირი ღირს

სპეციალისტები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ “ანომალიურ” ტენდენციაზე საუბრობენ: მსოფლიო პრაქტიკისგან განსხვავებით, მთელ რიგ შემთხვევებში საქართველოში ჯენერიკები ორიგინალურ მედიკამენტებზე ძვირი ღირს. “კომერსანტი” ამ მოვლენის მიზეზებით დაინტერესდა. რამდენიმე ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების შემცირებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის ჯენერიკების სეგმენტი გააფართოვა, რომელიც წესით ბრენდულ წამლებთან შედარებით გაცილებით იაფი უნდა ღირდეს. თუმცა, ქართულ ბაზარზე პირიქითაც ხდება. რიგ შემთხვევებში ჯენერიკების ფასი ორიგინალის ფასს აღემატება. ...

Read More »

,,ბოლო 5 თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 23%–ზე მეტით შემცირდა”

,,ბოლო 5 თვის განმავლობაში მედიკამენტებზე ფასები 23%–ზე მეტით შემცირდა"

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – ,,აფბამ’‘ ,,ფანასკერტელის ინდექსის’‘ მარტის თვის კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ინდექსი წინა თვის მონაცემთან შედარებით 12,5%–ით არის შემცირებული და 11.1 პუნქტს შეადგენს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ  მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. კვლევასთან დაკავშირებით ვესაუბრებით ,,აფბას’‘ პრეზიდენტ შოთა გულბანს. – თქვენი კვლევა უკვე მე–5 თვეა მიმდინარეობს, ამ პერიოდის განმავლობაში მედიკამენტების ფასებზე უმნიშვნელო, თუმცა მუდმივი კლება ...

Read More »

მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვი შემცირდება

მედიკოსები იმედოვნებენ, რომ ჰოსპიტალური სექტორის განვითარებით საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასული პაციენტების რიცხვი შემცირდება

საპარტნიორო ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თბილისის სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციას შეეხება, ბოლო ეტაპზე მხოლოდ ერთი კომპანია, ავსტრიული „ალფამედიკია“ გასული. ავსტრიული კომპანია „ალფამედიკი“ კონსორციუმის სახით არის წარმოდგენილი და აერთიანებს ისეთ გამოცდილ კომპანიებს, როგორიცაა FMK-ი, Keppie-ი, The Health Partnership-ი, FESP-ი. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ამ სამი კლინიკის PPP  მოდელის მიხედვით მართვას აპირებს, რაც კერძო და საჯარო სექტორს შორის პარტნიორობას გულისხმობს.   ამასთან, მნიშვნელოვანია, ...

Read More »

ანდრო სარჯველაძე: „ჰუმანითის“ შემოსვლით ბაზარზე მეტი კონკურენცია გაჩნდება და ეს უკვე კარგია

ანდრო სარჯველაძე: „ჰუმანითის“ შემოსვლით ბაზარზე მეტი კონკურენცია გაჩნდება და ეს უკვე კარგია

ფარმაცევტულ ბაზარზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. ინფორმაციას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს. აფბა 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით აკვირდებოდა. შედეგების მიხედვით, 32 დასახელების მედიკამენტზე ფასმა დაიკლო. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, კლება შესაძლოა, გამოწვეული იყოს ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლით. როგორც ცნობილია,„ჰუმანითის“ წამლები, არსებულთან შედარებით, 30 %-ით იაფია. არასამთავრობო ორგანიზაცია „სიცოცხლის ...

Read More »

“ფარმაცევტული ბაზარი მეტ რეგულირებას საჭიროებს”

"ფარმაცევტული ბაზარი მეტ რეგულირებას საჭიროებს"

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე და მედიკამენტებზე ფასების შემცირების შესაძლებლობაზე ვესაუბრებით “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას” პრეზიდენტს, შოთა გულბანს. – როგორ შეაფასებთ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს, რომელიც ბოლო დროს, როგორც სიახლეებით, ასევე საკმაოდ დაძაბული მდგომარეობით და ერთგვარი მოლოდინის რეჟიმით ხასიათდება მედიკამენტებზე ფასების შემცირების კუთხით? – ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა დღემდე სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული სოციალური პრობლემაა. ოფიციალური ...

Read More »

დავით საგანელიძეს  მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება

დავით საგანელიძეს  მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის დაშლა მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება

მონოპოლიზებული ფარმაცევტული ბაზრის  დაშლა, “საპარტნიორი ფონდის” აღმასრულებელ დირექტორს მხოლოდ შოკური თერაპიით ესახება. დავით საგანელიძის განცხადებით,  მთავრობის მხარდაჭერის  გარეშე მხოლოდ  ბაზრის მოთამაშე  ამას  ვერ შეძლებს, რაზეც  ბოლო წლების პრაქტიკაც მიანიშნებს,  ვერც ერთმა კომპანიამ, წარმატებული სასტარტო  პოზიციის მიუხედავად,  ვერ მოიკიდა ფეხი, ყველა განდევნეს ბაზრიდან. საგანელიძე  აღნიშნავს, რომ  კარტელური კამპანია წინა წლებშიც იმავე მიზნებს ემსახურებოდა, რასაც ახლა და მედიკამენტების  გაიაფების  წინააღმდეგ იყო აგორებული ...

Read More »