Home » Tag Archives: ევროკავშირი (page 10)

Tag Archives: ევროკავშირი

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და დარჩენის წესები მარტივდება

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების სტუდენტებისთვის მუშაობის და დარჩენის წესები მარტივდება

ევროკავშირში არაწევრი ქვეყნის სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის ახალი წესები ამოქმედდება. ოთხშაბათს მიღებული დოკუმენტის თანახმად მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში ბინადრობის წესები მარტივდება. კერძოდ, ახალი წესები შეეხებათ სტუდენტებს, მკვლევარებს, მოხალისეებსა და სკოლის მოსწავლეებს. სტუდენტებსა და მკვლევარებს სწავლისა/კვლევის დასრულების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში დარჩენა 9 თვის განმავლობაში შეეძლებათ. როგორც ევროპარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილზე სამუშაო ადგილის მოძებნას და კურსდამთავრებულების უნარების ...

Read More »

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს

„ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ვიზალიბერალიზაცია შეაჩეროს

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ზაფხულიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში ვიზების გარეშე შეეძლებათ მოგზაურობა და თხოვნით მიმართავს პარტიებს, ნუ მიიწერენ ქართველი ხალხის არჩევანს, რაც არის საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია. კალაძე “ნაციონალურ მოძრაპბას” ვიზალიბერალიზაციის პროცესში ხელის შეშლაში ადანაშაულებს: „გარკვეული პარტიები ცდილობენ, რომ თავის საკუთრებად მიიწერონ ქართველი ხალხის არჩევანი, რაც ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც ჩვენ ...

Read More »

ჯოზეფ ბაიდენი: საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია

ჯოზეფ ბაიდენო: საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია. ხაზი გაუსვეს შეერთებულ ...

Read More »

საქართველო უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადავიდა

საქართველო უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში გადავიდა

დღეს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი განიხილა. ევროკომისიის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებდა საქართველოს გადაყვანას იმ სახელმწიფოთა ჯგუფში, რომლის მოქალაქეებიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობენ. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეტანილია საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტისა და საბჭოს N539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე, რომელიც საქართველოს რეგულაციის 1-ელი დანართიდან (ვიზის საჭიროების მქონე ქვეყნების ჩამონათვალი) მე-2 დანართში ( უვიზო ...

Read More »

აფბა: 2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

აფბა: 2016 წელს დსთ-სთან საგარეო ვაჭრობა შემცირდა, ხოლო ევროკავშირთან გაიზარდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია-აფბა“, საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-მარტის მონაცემებს აფასებს. ორგანიზაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი იმ ფაქტორებს ასახელებს, რამაც გამოიწვია პირველ კვარტალში მონაცემების შემცირება. „2016 წლის პირველ კვარტალში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2,145 მლრდ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი შემცირებულია 12%-ით, ხოლო იმპორტი 5%-ით. თუ გადავხედავთ საგარეო ვაჭრობის დინამიკას, ქვეყნების ჯგუფების მიხედვით ნათლად დავინახავთ ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ერთ წელში 11%-ით გაიზარდა

ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვა ერთ წელში 11%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-მარტში ევროკავშირის ქვეყნებთან 712 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. ევროკავშირთან ექსპორტმა 111 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით არის შემცირებული, იმპორტი კი 28%-ით გაიზარდა და 601 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 33% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 25% და იმპორტში 35%. ევროკავშირის ქვეყნებზე ...

Read More »

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2030 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს 6%-ით შემცირებას გამოიწვევს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2030 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს 6%-ით შემცირებას გამოიწვევს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 2030 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტით შემცირებას გამოიწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მშპ თითოეული ოჯახისთვის წელიწადში დაახლოებით 4 300 ფუნქტით შემცირდება. ამის შესახებ ევროპული მედიის ცნობით, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ სავაჭრო ბარიერები ბრიტანეთისთვის გაიზრდება, ხოლო ინვესტიციები შემცირდება, რაც ქვეყანას სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს მოუტანს. ევროკავშირიდან გასვლის საკითხთან დაკავშირებით დიდ ...

Read More »

როგორ დაასახიჩრა ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ ევროპის ეკონომიკა

როგორ დაასახიჩრა ქამრების შემოჭერის პოლიტიკამ ევროპის ეკონომიკა

გთავაზობთ იტალიელი ინტელექტუალის თომას ფაზის გამოცემა Social Europe-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს თომას ფაზი არის იტალიელი საჯარო ინტელექტუალი, მწერალი, აქტივისტი და რეჟისორი. მას იტალიურ ენაზე აქვს თარგმნილი ისეთი ავტორების ნაშრომები, როგორებიც არიან კრისტოფერ ჰითჩენსი, ჯორჯ სოროსი და რობერტ რაიში. მისი წიგნი – „ბრძოლა ევროპისთვის: როგორ გაიტაცეს ელიტებმა ევროპა – და როგორ უნდა დავიბრუნოთ იგი უკან“ – გამოქვეყნდა Pluto Press-ის მიერ. მისი ...

Read More »

დეპოზიტების დაზღვევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

დეპოზიტების დაზღვევის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები

ბანკებისთვის დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო გახდება ივნისიდან პარლამენტი დეპოზიტების დაზღვევის შესახებ კანონპროექტს განიხილავს. ფინანსთა სამინისტრომ როგორც იქნა ამ დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა. ამჯერად, მთავრობა კომერციული ბანკების ვერდიქტს დაელოდება. კანონპროექტის დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში კომერციული ბანკების სავალდებულო მონაწილეობას ითვალისწინებს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ მოზიდული დეპოზიტებიდან 11,9 მილიარდი ლარი უცხოურ ვალუტაშია, ბუნებრივია დომინანტი ვალუტა დოლარია. ეროვნული ვალუტაში 4,3 მილიარდი ლარია განთავსებული. ...

Read More »

NDI-ს კვლევით გამოკითხულთა 72% უვიზო მიმოსვლისგან სარგებლის მიღებას მოელის

NDI-ს კვლევით გამოკითხულთა 72% უვიზო მიმოსვლისგან სარგებლის მიღებას მოელის

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები გამოქვეყნა. გამოკითხვის ერთ-ერთი კითხვის პასუხად გამოვლინდა, რომ გამოკითხული მოსახლეობის 72% მიიჩნევს, რომ უვიზო მიმოსვლისგან სარგებელს მიიღებს, 18%-ს მიაჩნია, რომ აქედან სარგებელს ვერ მიიღებს, 10%-მა კი არ იცის, მოუტანს თუ არა მას უვიზო მიმოსვლა სარგებელს. NDI-ის კვლევით, გამოკითხული მოსახლეობის 84% მხარს უჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. კვლევები NDI-მ 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, ...

Read More »