Home » Tag Archives: ევროკავშირი

Tag Archives: ევროკავშირი

2021 წელს საქართველოდან ევროპაში ექსპორტზე 143 ტონა თაფლი გავიდა

2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ღირებულების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 436%-ია, მოცულობის კი, 696%. საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი ნებადართულია 2016 წლიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

„კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა თავი ამოწურა, უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათი არათანაბარად ნაწილდება“

„კაპიტალიზმის არსებულმა მოდელმა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების სტრუქტურის საფუძველს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში, ამოწურა თავისი თავი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “ვალდაის” კლუბის შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის თქმით, მსოფლიო დგას „ცივილიზაციის კრიზისის“  და დედამიწაზე ადამიანის არსებობის პრინციპების „სერიოზულად გადახედვის“ წინაშე. კაპიტალისტური მოდელის ფარგლებში, „აღარ არის გამოსავალი მზარდი ჩახლართული წინააღმდეგობების აურზაურიდან“, თქვა პუტინმა. „უმდიდრეს ქვეყნებშიც კი დოვლათის არათანაბარი განაწილება ხდება და ეს ...

Read More »

ანატოლი ბიბილოვი – საქართველო გარკვეულ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრობს

სამი ძირითადი საკითხია გადასაწყვეტი – უსაფრთხოების, ე.წ. სამხრეთ ოსეთის უგზო-უკვლოდ დაკარგული მოქალაქეების და სოფელ წნელისში არსებული საპოლიციო პოსტის, – ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციის სააგენტო „რესი“ ავრცელებს. „არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია, რომ სამი ახალგაზრდა მამაკაცი მართლაც ჰყავდა ქართულ პოლიციას. თუნდაც მათი ნეშტები გადმოგვცენ, რათა მათი ადამიანურად დაკრძალვა შევძლოთ და ახლობლებმა ...

Read More »

„ბილაინი“ – სრული სიცრუეა განცხადება, თითქოს რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა სუბიექტს გადავცემთ აბონენტთა მონაცემებს, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას

კომპანია „ბილაინში“ აცხადებენ, რომ სრული სიცრუეა, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს აბონენტთა მონაცემებს გადაცემს. მათივე განმარტებით, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, „ბილაინი“ ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას. კომპანიაში ამბობენ, რომ „ბილაინს“ აბონენტების მონაცემების შენახვისა და დაცვის უმკაცრესი სტანდარტები აქვს დანერგილი. „ბილაინს“, როგორც მსოფლიოში კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერს, წამყვანი საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრს, რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში ...

Read More »

თუ “მწვანე დერეფნების” ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს – ჯუზეპე კონტე

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აკრიტიკებს ევროკავშირის ტურიზმის აღდგენის გეგმას, რომლის მიხედვით, ბლოკში მყოფ ქვეყნებს შორის, შესაძლოა, სპეციალური ე.წ. მწვანე დერეფნები შეიქმნას.  ჯუზეპე კონტე ამბობს, რომ აღნშნული გეგმის განცორციელების შემთხვევაში, იტალია ევროკავშირს დატოვებს. იტყობინება CNN-ი. ე.წ. “მწვანე დერეფნის” ინიციატივა, საზღვრების სრულად გახსნამდე, კოვიდ-19-ით ნაკლებად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ტურზმის აღდგენას გულისხმობს. “ჩვენთვის მიუღებელია ორმხრივი შეთანხმებები ევროკავშირის შიგნით, რაც შექმნის ტურიზმის პრივილეგირებულ დერეფნებს. ...

Read More »

მიქაბაძე: ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 89%-ია

„2019 წელს როგორც მთლიანი ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა. ექსპორტი რეექსპორტის გარეშე – ადგილობრივი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით 5.7 პროცენტით გაიზარდა და 2,352.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 62.4 პროცენტია. რაც შეეხება მთლიან ექსპორტს 2019 წელს, ის 12.4 პროცენტით გაიზარდა და 3,771.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე ...

Read More »

„არსებული ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში, ევროკავშირში ექსპორტის დინამიკა დამაკმაყოფილებელ ნიშნულზეა“

2014 წლიდან, კერძოდ კი 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა (DCFTA). DCFTA-ის ამოქმედებით, საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაეხსნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალგადამხელუნარიანი ბაზარი, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს. საქართველოს მიერ გაფორმებული სხვა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებისაგან განსხვავებით, DCFTA გულისხხმობს ...

Read More »

ვაჟა ბერიძე – დესტაბილიზაცია ქვეყანაში სულ უფრო რეალური ხდება

ვაჟა ბერიძე - დესტაბილიზაცია ქვეყანაში სულ უფრო რეალური ხდება

რა ხდება და რა გველის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა. – ბატონო ვაჟა, საქართველოში ევროკავშირის საელჩოს ინიციატივით გამართული შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უშედეგოდ დასრულდა. ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნაზე – 2020 წლის არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელის მოდერნიზებული ვარიანტით ჩატარება – უარი განაცხადა. თუ ამ შეხვედრამდე საარჩევნო თემაზე მმართველი გუნდის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, ასევე სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებას – „ჩვენ ...

Read More »

უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია – როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის

უდიდესი სარეალიზაციო ბაზრების ათვისების ტემპები დაბალია - როგორია თავისუფალი ვაჭრობის შედეგები საქართველოსთვის

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება ეკონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. მისი საშუალებით ხდება ქვეყნის ეკონომიკის ინტეგრირება სხვა ქვეყნების სამომხმარებლო ბაზრებთან, ფართოვდება პროდუქტისა და სერვისის გასაღების პერსპექტივა. თანამედროვე მსოფლიოში, ქვეყნების უმრავლესობა ისწრაფვის იქეთეკენ, რომ გასაღების ბაზრები გაიფართოონ და რაც შეიძლება დიდ სამომხმარებლო ბაზარზე გავიდნენ, რაც ექსპორტის, შესაბამისად ადგილობრივი წარმოების გაზრდის საშუალებაა. ასევე, ფარდობითი კონკურენტუნარიანობის თეორიის თანახმად, იმპორტით დაუბრკოლებლად შემოიტანონ ის პროდუქცია, რისი ...

Read More »

საქართველოში მეფუტკრეობას უდიდესი პოტენციალი აქვს – ევროკავშირში ქართული თაფლი უკვე დახლებზეა

საქართველოში მეფუტკრეობას უდიდესი პოტენციალი აქვს - ევროკავშირში ქართული თაფლი უკვე დახლებზეა

ქართველ მეფუტკრეებს ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას ვურჩევთ, რადგან ერთი ბრენდის ქვეშ ექსპორტიც უფრო მარტივია. ამის შესახებ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელმა ფილიპ შტაინჰაიმმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა “ბიზნესპარტნიორის” ეთერში განაცხადა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) ქართველი მეფუტკრეებისთვის უვნებელი და ხარსიხიანი თაფლის წარმოების სახელმძღვანელოც შეიმუშავა, რომლის პრეზენტაციაც 14 ნოემბერს გაიმართება. აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელის, ფილიპ შტაინჰაიმის მოსაზრებით, ქართულ თაფლს ევროკავშირის ბაზარზე ...

Read More »