Home » Tag Archives: ეროვნული ვალუტა (page 2)

Tag Archives: ეროვნული ვალუტა

შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე – აფბას ანალიტიკოსი

“შეუძლებელია კურსის ასეთი მერყეობის პირობებში, ბიზნესი განვითარების რაიმე გეგმას გაჰყვეს ბოლომდე”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომელიც ქვეყანაში ლარის გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევებისგან ფინანსური სტაბილურობის კუთხით წარმოქმნილ საფრთხის შემცველ პროცესს ეხება. “საკმაოდ საინტერესო ანგარიში გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, სადაც აღნიშნულია, რომ ...

Read More »

სოსო ფხაკაძე – სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, რომელებიც ზოგ შემთხვევებში სწრაფი ტემპებით ამოქმედდება, პრობლემას უქმნის ბიზნესს

”შრომის კოდექსი დამსაქმებლებს ისეთ ტვირთს უწესებდა, რაც უარყოფითად აისახებოდა, როგორც დასაქმების მაჩვენებელზე, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ფასებზე” ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობა, ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო, ახალი რეფორმები და კანონპროექტები, რომლებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ – ეს ის საკითხებია, რაზეც მსჯელობა მუდმივად მიმდინარეობს, ხოლო მათ შესაფასებლად აუცილებელია ის ადამიანი, რომელსაც ბიზნესის მაჯისცემა მუდმივად ესმის. შესაბამისად, სწორედ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ”ბანკები ...

Read More »

რატომ მყარდება ლარი

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი მკვეთრად მყარდება. დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.84 ლარსაც კი გაუტოლდა, რაც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ლარის ყველაზე მყარი კურსია. ეროვნული ვალუტის კურსი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის. რა თქმა უნდა, ლარის გაცვლითი კურსი ინფლაციაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გარდა ამისა, ასევე ხაზგასასმელია, რომ ლარის კურსის მერყეობა ყველაზე მძიმედ იმ ...

Read More »

„ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს“

„ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს“

“ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს. “ინფლაციამ წლის მაქსიმუმს გადააჭარბა (7%), ეკონომისტობა აუცილებელი არ არის იმის მისახვედრად, რომ დღეს ინფლაციაზე მთავარ წნეხს, გაუფასურებული ვალუტა წარმოადგენს. ლარის დევალვაციის მიზეზზე მე არაერთხელ მისაუბრია და ამას, არაერთი მიზეზიც აქვს, მაგრამ ლარის, ასეთი მიწოდების პირობებში ...

Read More »

გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით – მერაბ კაკულია

გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით - მერაბ კაკულია

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევ ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის დგას უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება, დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა და მოლოდინების არაეფექტური მართვა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა. გადაცემაში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე ინფლაციის წნეხის ზრდა და ეროვნული ვალუტის მიმართ უარყოფითი მოლოდინის პრობლემა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ წლის მანძილზე ეკონომიკა პროგნოზირებულზე ...

Read More »

საპროტესტო აქციების და პოლიტიკური თამაშების გამო, ისევ ლარი იჩაგრება

საპროტესტო აქციების და პოლიტიკური თამაშების გამო, ისევ ლარი იჩაგრება

მიმდინარე კვირას ლარმა გაუფასურება განაახლა და ის კიდევ ერთხელ გადასცდა 2.97 -იან ნიშნულს. თუმცა, ლარის გაუფასურება ახალი არავისთვისაა, ისევე როგორც, მიმდინარე კვირას გამართული საპროტესტო აქციები და მღელვარება აღარ უკვირს არავის. თუმცა, საინტერესოა, თუ რამდენად აქვს ამ ორ ფაქტორს კავშირი ერთმანეთთან. უფრო კონკრეტულად საინტერესოა, თუ რამდენად მოქმედებს ეროვნული ვალუტის კურსზე ქვეყნის შიგნით, თითქმის პერმანენტულად მიმდინარე აქციები და პოლიტიკური არასტაბილურობა. ამის გასაგებად ...

Read More »

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას? – ცალსახად სახეზეა პოლიტიკური კრიზისის ნიშნები. პოლიტიკურ კლასს აღარ შეუძლია ძველებურად მართვა, ხალხს კი არ უნდა ძველებურად ცხოვრება. ეს კრიზისი იმავდროულად ჩიხიცაა, რადგან გამოსავალი არ არსებობს. დესტაბილიზაცია, რაც უკვე რეალურია, უწინარეს ყოვლისა, დაარტყამს ჩვენს სუსტ ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას. ამას მოყვება ...

Read More »

„სწრაფი ეკონომიკური ზრდა გადის ეროვნული შემოსავლის პროგრესულ ზრდაზე გრძელვადიან პერიოდში“

„სწრაფი ეკონომიკური ზრდა გადის ეროვნული შემოსავლის პროგრესულ ზრდაზე გრძელვადიან პერიოდში“

ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივებზე, სწრაფი ეკონომიკური ზრდის უალტერნატივობაზე, „ბანკები და ფინანსები“ გთავაზობთ ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. – დღეს საკმაოდ აქტუალურია შრომის კოდექსი და მინიმალური ხელფასის შემოღების თემა, მას ექსპერტების არც თუ მცირე ნაწილის მხრიდან ნეგატიური შეფასებები უფრო აქვს, ვიდრე პოზიტიური რამდენად არის ეს საკითხი აქტუალური? – მიმაჩნია, რომ აქ ბუნებრივია არის რისკები და არც თუ უსაფუძვლო. მართალია, თუნდაც 500 ...

Read More »

„საგარეო შოკების ეფექტის შესამცირებლად იძულებული ხდები კურსი „გააფუჭო“, საბოლოოდ „გაფუჭებული“ კურსი კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს“

„საგარეო შოკების ეფექტის შესამცირებლად იძულებული ხდები კურსი „გააფუჭო“, საბოლოოდ „გაფუჭებული“ კურსი კი ისევ ინფლაციაზე ახდენს წნეხს“

„გადაჭარბებით იქნა შეფასებული ქართული ეკონომიკის ელასტიურობის შესაძლებლობები და მისი ექსპორტზე გადართვის რეალური უნარი“ ოქტომბრის თვეში საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნდა ფასების საერთო დონის მაჩვენებლები. კერძოდ, ინფლაციის დონე მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან მნიშვნელოვნად გადაიხარა და 6.9% შეადგინა. ინფლაციის კონტექსტში ეროვნული ბანკის პოლიტიკის და არსებული ვითარების შესაფასებლად, „ბანკები და ფინანსები“ ფინანსთა ყოფილ მინისტრს, ეკონომისტ მიხეილ ჭკუასელს ესაუბრა. – ბატონო მიხეილ, საუბარი დავიწყოთ მიმდინარე ...

Read More »

„ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა

„ბლუმბერგის” სისტემაში ვალუტის კურსის დადგენის პროცესი გაუმჭვირვალეა

როგორ დგინდება ლარის კურსი და რამდენად დაცულია მისი ფორმირება სპეკულაციური ფაქტორებისგან ბოლო პერიოდში დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის დევალვაციამ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. საგრძნობლად შემცირებული ინვესტიციების, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავლების კლების და პოლიტიკურად არასტაბილური გარემოს პირობებში ლარმა პროცესს „ჯანსაღად” უპასუხა და გაუფასურება დაიწყო. ეროვნული ვალუტის გაუფასურების ტრენდი კი ყველაზე მეტად დამაზარალებელია საქართველოსნაირი იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის, რადგან სამომხმარებლო პროდუქციაზე და ენერგომატარებლებზე ...

Read More »