Home » Tag Archives: ეროვნული ბანკი (page 9)

Tag Archives: ეროვნული ბანკი

“ჭარბვალიანობას სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა – მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს”

"ჭარბვალიანობას სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა - მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს"

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საბანკო სექტორთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებს, რომელიც 7 მაისიდან ამოქმედდება, სრულ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც ბახტაძემ ფილიპინებში, ქალაქ მანილაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეროვნული ბანკის რეგულაციები ერთი ნაბიჯია, თუმცა იქნება სხვა ნაბიჯებიც, რადგან ჭარბვალიანობა უნდა შემცირდეს. „არაერთხელ განვაცხადე, რომ ეს არის ძალიან პრინციპული საკითხი. ჭარბვალიანობას საქართველოში სჭირდება პრინციპული გადაწყვეტა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ღონისძიებებს, როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთავრობის ...

Read More »

„ეროვნულმა ბანკმა ბანკები საკმაოდ ნოყიერ დიეტაზე დასვა“

„ეროვნულმა ბანკმა ბანკები საკმაოდ ნოყიერ დიეტაზე დასვა“

საქართველოში ჭარბვალიანობის პრობლემის შემცირებისა და სამომავლოდ მისი პრევენციის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა ახალი რეგულაციები შემოიღო, რომლის თანახმად კომერციულ ბანკებს მიმდინარე წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ. აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ  გადაცემა „საქმის კურსი“-ს პირდაპირ ეთერში ისაუბრა. „ეროვნული ბანკი სწორედ იმიტომ არსებობს, რომ ბანკების დიეტაზე გადაყვანის აუცილებლობა როცა ...

Read More »

სებ-ის ექს ვიცე-პრეზიდენტი თიბისის გუნდს შეუერთდა

სებ-ის ექს ვიცე-პრეზიდენტი თიბისის გუნდს შეუერთდა

ეროვნული ბანკის ყოფილი  ვიცე-პრეზიდენტი “თიბისი ბანკის” გუნდს შეუერთდა. ბანკების ყოფილი მთავარი ზედამხედველი თიბისი ბანკში მაკროანალიზის მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. ნადარაიამ სებ-ის საბჭო, უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2016 წლის 3 დეკემბერს დატოვა.  კანონის მიხედვთ, სებ-ში დასაქმებული პირის  კერძოში გადასვლაზე  მხოლოდ 6 თვიანი შეზღუდვა მოქმედებს. GBC.GE

Read More »

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად 7.25 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება. „მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ამდენად, ...

Read More »

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებას აპირებს

ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების რეგულირებას აპირებს

ეროვნულ ბანკში არ გამორიცხავენ, რომ კრიპტოვალუტებთან მიმართებით გარკვეული რეგულაციები შეიმუშავონ საქართველო კრიპტოვალუტების მაინინგის მიმართულებით მუდმივად წინ მიიწევს, თუმცა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ კიკორია აცხადებს, რომ უმჯობესია ბაზარზე არსებული რისკები შეფასდეს და თამაშის წესები შესაბამისად განისაზღვროს. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი უკვე მუშაობს, რაც ციფრული ვალუტის განვითარების ტემპზე დაკვირვებასა და დეტალურ ანალიზს მოიცავს. “ვაკვირდებით განვითარებას, იმას თუ რა ხდება კრიპტოვალუტების ...

Read More »

მევახშეების დროც დადგა – ეროვნულ ბანკში მათ რეგულაციაზე მუშაობენ

მევახშეების დროც დადგა - ეროვნულ ბანკში მათ რეგულაციაზე მუშაობენ

კერძო მევახშეების მიმართ რეგულაციები შესაძლოა, გამკაცრდეს. ეროვნულ ბანკში ამ მიმართულებით ნაბიჯის გადასადგმელად ემზადებიან. პოზიციას, რომ ეს სექტორი უნდა დარეგულირდეს, ყველა ეთანხმება. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, სპეციალისტების აზრით, შესაძლოა, ამის შემდეგ სხვა შავი ბაზრის არსებობაც დადასტურდეს. სავარაუდოდ, მევახშეებს თანხის გაცემის პირობებს შეუზღუდავენ. შეეხება თუ არა არარეგულირებად საფინანსო ბაზარს, კონკრეტულად კი კერძო გამსესხებლებს რეგულაცია, ჯერ ეროვნულ ბანკში ამ საკითხზე ხმამაღლა არ საუბრობენ. “ბიზნეს-რეზონანსი” საქართველოს ...

Read More »

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში იმართება და მასში  მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო და მარეგულირებელი სექტორების მმართველები მონაწილეობენ. ეროვნული ბანკის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე კობა გვენეტაძემ  თემაზე – „არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის გავლენა განვითარებადი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაზე“ პრეზენტაცია გამართა. საქართველოს ეროვნული ...

Read More »

მეწარმის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება

მეწარმის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება

მეწარმე სუბიექტის მიერ მომხმარებელთან ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განუხორციელებლობაზეადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უქმდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, პროექტით, ნაღდი ფორმით ანგარიშსწორების ერთი თეთრის სიზუსტით განხორციელება სავალდებულო 2019 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება, რადგან 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტების მიმოქცევიდან ამოღება იგეგმება, ხოლო  ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე მოხდება. დღეს მოქმედი ...

Read More »

„მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო“

„მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო“

მე მეგონა, რომ ჩემზე დაბრალება უკვე მოდიდან გადასული სპორტის სახეობა იყო, – ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის გუშინ „იმედის“ ეთერში მოსახლეობაში ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით გაკეთებულ იმ განცხადებას, რომ „ეს ტენდენცია 2008 წლიდან დაიწყო და მოხდა ისე, რომ ეროვნულ ბანკში ახალი ხელმძღვანელის მოსვლამდე ვერ დავიწყეთ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა.“ „სერიოზულად თუ ვისაუბრებთ, ...

Read More »

დიდი რისკია, რომ ფიზიკური პირები ლომბარდებსა და კერძო მევახშეებთან გადავიდნენ – რა ცვლილებებს ამზადებს ეროვნული ბანკი

დიდი რისკია, რომ ფიზიკური პირები ლომბარდებსა და კერძო მევახშეებთან გადავიდნენ - რა ცვლილებებს ამზადებს ეროვნული ბანკი

საბანკო და არასაბანკო საკრედიტო სეგმენტში მოსალოდნელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებზე, გთავაზობთ M2B-ს ინტერვიუს საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორთან, პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან. გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემა ვერ გადაიჭრება, თუ სესხის გამცემი იურიდიული პირები არ მოექცევიან ერთიანი ზედამხედველობის ქვეშ და არ გვქნება სწარფი ეკონომიკური ზრდა. – ექსპერტების აზრით, ჭარბვალიანობის პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადის. ...

Read More »