Home » Tag Archives: ეროვნული ბანკი (page 2)

Tag Archives: ეროვნული ბანკი

„ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას“

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობაზე, გამოწვევ მიზეზებზე, არაპროგნოზირებადობასა და მისგან მომდინარე ნეგატიურ შედეგებზე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლია ელიავა „ბანკები და ფინანსებთან“  საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის დეფიციტის გამო, იზრდება მისი ღირებულება და შედეგად, ეროვნული ვალუტაც უფასურდება. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს ეროვნული ვალუტის კურსი თვითდინებაზე აქვს მიშვებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს ქვეყნის ეკონომიკას.  „როგორც მეტწილ შემთხვევებში საქართველოში, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ...

Read More »

კახა ხაზარაძე: ეროვნული ბანკის ნაბიჯები და რეგულაციები მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს

ბიზნესმენმა  ბრენდული მაღაზიების მფლობელმა კახა ხაზარაძემ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში იმ სირთულეებს გაუსვა ხაზი, რაც ვალუტის გაცვლითი კურსის არაპროგნოზირებადობით არის გამოწვეული. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რითეილერია და არა  საბანკო საქმის ექსპერტი, იმის თქმა მაინც თამამად შეუძლია, რომ ეროვნული ბანკის ნაბიჯები და რეგულაციები არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა. „არ ვარ საბანკო სფეროს ექსპერტი. რითეილში ვარ. მაგრამ კურსთან დაკავშირებით,  შემიძლია გითხრათ, რომ ის რეგულაციები, ...

Read More »

ინფლაცია მიზნობრივს უკვე ორჯერ აღემატება – ეროვნული ბანკის უმოქმედობა ფეთქებადსაშიშია

მიმდინარე კვირას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საკუთარი ფეისბუქ გვერდის მეშვეობით ვრცელი განმარტება გააკეთა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეკონომისტების ნაწილი სებ-ს მოუწოდებდა უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების შემცირებისკენ, რაც სებ-ს რიგი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. როგორც სების პრეზიდენტმა განმარტა აღნიშნული ზომის მიღებას თან ახლავს მრავალი რისკი მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი რისკები, როგორებიცაა ქვეყანაში დოლარიზაციის დონის ზრდა. ...

Read More »

„დღეს თუ რომელიმე სექტორს ფინანსური რესურსის მოზიდვის საშუალება აქვს მას უარი არ უნდა ეთქვას, ეს ეროვნულ ბანკშიც უნდა ესმოდეთ“

ჯანდაცვის ეკონომიკა – დღეს ესაა მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღეს როდესაც ჯანდაცვის სექტორი მომართულია შეაკავოს ეს ვირუსი, იგივე პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პირიქითაც, ანუ ეკონომიკაც უნდა იყოს მიმართული, რომ ჯანდაცვას შეუწყოს ხელი და დაეხმაროს. ამ პროცესების  პარალელურად ერთი ძალიან მნიშვნელოვანი „ქეისი“ იწევს წინა პლანზე. საქმე ეხება „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ „ქეისს“,  რომლის მიხედვითაც ის ეროვნული ბანკისგან უშედეგოდ ითხოვს ნებართვას, რომ ...

Read More »

პაატა ბაირახტარი: ეროვნულ ბანკს უნდა გაეკეთებინა ის, რასაც აკეთებს ახლა. უბრალოდ, ეს უნდა გაეკეთებინა თავის დროზე

მარტის თვის მდგომარეობით ქვეყანაში ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, 6.1%-ს შეადგენს და მიზნობრივ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. ჩნდება კითხვა, – რატომ ვერ ართმევს ცენტრალური ბანკი თავს თავის უმთავრეს მოვალეობას  და რატომ ვერ ახერხებს ფასების საერთო დონის მოთოკვას. ამ კითხვებით „კომერსანტმა“, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – „აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს, პაატა ბაირახტარს მიმართა. – პაატა, თქვენი აზრით, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის ...

Read More »

სესხების გაცემის მიმართულებით საბანკო რეგულაციები მარტივდება

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. შესაბამისი ცვლილებები სავარაუდოდ, მომავალი წლის მარტამდე განხორციელდება. ამის შესახებ საუბარია დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეხუთე მიმოხილვის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა. დღეისთვის სესხის მომსახურების კოეფიციენტები ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი – 1000 ლარამდე, 1000-დან 2000 ლარამდე, 2000-დან 4000 ლარამდე და 4000 ლარზე მეტი. ცვლილების შემდეგ, დარჩება მხოლოდ ორი კატეგორია. ...

Read More »

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9%-მდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც მიზნად ისახავს გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას. მიუხედავად ბოლო რამდენიმე ...

Read More »

„ფასების ზრდის ძირითად მიზეზად, გაცვლითი კურსის მკვეთრი დაქვეითება შეიძლება დასახელდეს”

„ფასების ზრდის ძირითად მიზეზად, გაცვლითი კურსის მკვეთრი დაქვეითება შეიძლება დასახელდეს”

„ლარის კურსის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი დოლარში დაკრედიტების შეზღუდვაა” ლარის მცურავ გაცვლით კურსში ასახული შოკები და კურსიდან მომავალი ზეწოლა ინფლაციაზე, რატომ აქვს მოსახლეობას გაუმჯობესებული ეკონომიკური მაჩვენებლების ფონზე, ნეგატიური მოლოდინები და როგორ უნდა მოთოკოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის ტემპი, ვინ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების გამოსასწორებლად?! ამ კითხვებზე პასუხს პროფესორი, ”ეროვნული ბანკის” ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, მერაბ კაკულია უპასუხებს. – ხელისუფების და ეროვნული ბანკის ...

Read More »

ეროვნული ბანკი ტოკიოს ოლიმპიადის თემაზე საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი ტოკიოს ოლიმპიადის თემაზე საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

2020 წელს, იაპონია ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა იქნება. ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც ტოკიოში, ივლის-აგვისტოში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლები საქართველოდანაც. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშების თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც მიზნად ისახავს სპორტული ასპარეზობების ხელშეწყობასა და საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო არენაზე. საქართველოს ეროვნული ბანკი ...

Read More »

გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით – მერაბ კაკულია

გაცვლითი კურსის ცვლილებას ხშირად ძალიან მარტივად და პრიმიტიულად ვუდგებით - მერაბ კაკულია

ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამომწვევ ფუნდამენტურ ფაქტორებს შორის დგას უცხოური პირდაპირი ინვესტიციების კლება, დოლარში დაკრედიტების შეზღუდვა და მოლოდინების არაეფექტური მართვა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა. გადაცემაში გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მონაცემების ფონზე ინფლაციის წნეხის ზრდა და ეროვნული ვალუტის მიმართ უარყოფითი მოლოდინის პრობლემა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ წლის მანძილზე ეკონომიკა პროგნოზირებულზე ...

Read More »