Home » Tag Archives: ეროვნული ბანკი (page 18)

Tag Archives: ეროვნული ბანკი

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისას მიკროსაფინანსოები 1000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდებიან

მომხმარებელთა უფლებების დარღვევისას მიკროსაფინანსოები 1000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდებიანმომხმარებელთა უფლებების დარღვევისას მიკროსაფინანსოები 1000-დან 5000 ლარამდე დაჯარიმდებიან

ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების დასაცავად შემუშავებული ახალი რეგულაციების დარღვევისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულადი სანქცირების წესი დაამტკიცა.  მიკროსაფინანსოები სხვადასხვა დარღვევაზე 1 000-დან 5 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. კერძოდ, როგორც სებ-ის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის 24 მაისის ბრძანებაშია აღნიშნული, მომხმარებელთა პრეტენზიების ამსახველ ყოველთვიურ ანგარიშგებაში არსებითი ხასიათის შეცდომების ან პრეტენზიის მიუთითებლობის შემთხვევაში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 2 ათასი ლარით; საფინანსო პროდუქტის შეთავაზება-რეკლამირებისას მცდარი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ...

Read More »

კობა გვენეტაძე: წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდას აღარ ველოდებით

კობა გვენეტაძე: წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდას აღარ ველოდებით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდა არ არის მოსალოდნელი. როგორც გვენეტაძემ პარლამენტში, ბანკის წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, მომავალ წელს განაკვეთი შესაძლოა ნეიტრალურ დონემდე შემცირდეს და 5-6 პროცენტის ფარგლებში იყოს. დღეისთვის განაკვეთი 7%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომაზე მაჩვენებლის გაზრდა, გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციურ მოლოდინებს უკავშირდებოდა.

Read More »

ბანკების არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით „ეროვნულმა ბანკმა“ ახალი კანონპროექტი მოამზადა

ბანკების არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით „ეროვნულმა ბანკმა“ ახალი კანონპროექტი მოამზადა

ბანკების არაპროფილურ აქტივებთან დაკავშირებით „ეროვნულმა ბანკმა“ ახალი კანონპროექტი მოამზადა. როგორც ჟურნალისტებს“ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განუცხადა, ახალი რეგულაცია საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთი ნაწილი იქნება. არაპროფილური აქტივების საკითხზე საერთაშორისო გამოცდილებაზე საუბარია „ეროვნული ბანკის“ წლიურ ანგარიშშიც. გვენეტაძის განცხადებით, ახალი მიდგომა ამ საკითხზე სწორედ რამდენიმე დღეში, კანონპროექტის წარდგენისას გამოჩნდება.

Read More »

საქართველოში ყოველი 1000 მოქალაქედან 676-ს ბანკის ვალი აქვს

საქართველოში ყოველი 1000 მოქალაქედან 676-ს ბანკის ვალი აქვს

საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით ირკვევა, რომ საბანკო დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ჩვენთან ყოველ 1000 კაცზე 676 მოსახლეს აქვს ბანკის ვალი (2015წ). სავალუტო ფონდი ჯერ კიდევ 2013 წლის მონაცემებზე დაყრდნობით შეშფოთებას გამოხატავდა, რომ საქართველოში ყოველი მესამე სესხის ამღები ფიზიკური პირი თავისი შემოსავლის ნახევარზე მეტს იხდიდა ბანკის ვალის მომსახურებისათვის ყოველთვიურად. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იქნება. ოფიციალური ...

Read More »

ეროვნული ბანკის ახალი წესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება

ეროვნული ბანკის ახალი წესი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზეც გავრცელდება

საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი” მომზადდა, რომელიც 2017 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება. წესი არა ერთ სიახლეს სთავაზობს საფინანსო სექტორის მომხმარებლებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მისი მოქმედების არეალის გაფართოვებაა. კერძოდ, თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება ...

Read More »

რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს

რატომ ვერ ებრძვის ხელისუფლება ფინანსურ პირამიდებს

“საფინანსო კომპანია საქართველოს” ყოფილი მეანაბრეები პროტესტს განაგრძობენ, გასულ კვირას დაზარალებულებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. დაზარალებულები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაზარალებულთა უფლებები უნდა დაეცვა და კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორებაზე ემუშავა, დღემდე არცერთი მიმართულებით წინ არ წაწეულა. აღნიშნულ თემაზე განცხადება გაავრცელა “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. “აფბა” ყურადღებას ამახვილებს ...

Read More »

ეროვნული ბანკი ინფლაციასთან გასამკლავებლად მზად არის – ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ეროვნული ბანკი ინფლაციასთან გასამკლავებლად მზად არის - ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეროვნულ ბანკს ეკისრება ინფლაციის კონტროლი გახლავთ. ცენტრალურ ბანკს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების საშუალებით, შეუძლია აკონტროლოს ქვეყანაში ფასების დონე. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა საშუალებას იძლევა კონტროლი გაუწიოს ეკონომიკაში საპროცენტო განაკვეთებს, ანუ ფულის ფასს. ფასების სტაბილურობას ეროვნული ბანკი ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებით ახორციელებს. უფრო კონკრეტულად, როდესაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირება ხდება ეს ხელს უწყობს ფასების ზრდას, ...

Read More »

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ

სექტემბრიდან კომერციულ ბანკებს ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის მინიმალური მოთხოვნა დაუწესდებათ. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებში ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის (LCR) გაანგარიშებისა და დაცვის მეთოდოლოგია დაამტკიცა. როგორც სებ-ში განმარტავენ, ბაზელ III-ის LCR წარმოადგენს მოკლევადიანი (30 დღემდე) ლიკვიდობის მართვის საერთაშორისოდ გავრცელებულ, თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას და ამ ტიპის რისკების უფრო სრულყოფილი იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის საშუალებას იძლევა. მისი დანერგვა ასევე ...

Read More »

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პროფილით იქნება ახალი ბანკი წარმოდგენილი“

„დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა პროფილით იქნება ახალი ბანკი წარმოდგენილი“

საქართველოში 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ჩინური ბანკი გაიხსნება. შეთანხმება ჩინეთის დედაქალაქში საერთაშორისო ფორუმზე გაფორმდა. დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა. საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორის, გიორგი ცუცქირიძეს თქმით, პირდაპირ იმის თქმა, რომ ახალი ბანკი იქნება მსხვილი ბანკების კონკურენტი, არ არის სწორი, რადგან ჯერ დეტალურად არ არის ცნობილი თუ რა ფუნქცია ექნება ამ ახალ ბანკს. „ნამდვილად არ ვიცი დეტალურად თუ რა ფუნქცია ...

Read More »

პირველ კვარტალში „საქართველოს ბანკის” წმინდა მოგება 342%-ით, „თიბისი ბანკის” კი 81 %-ით გაიზარდა

პირველ კვარტალში „საქართველოს ბანკის" წმინდა მოგება 342%-ით, „თიბისი ბანკის" კი 81 %-ით გაიზარდა

საქართველოს საბანკო სექტორში წარმოდგენილ 2 მსხვილ ბანკს – „საქართველოს ბანკსა” და „თიბისი ბანკს” მოგება მნიშვნელოვნად გაეზარდათ. კომერციული ბანკების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რომელიც ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, „საქართველოს ბანკის” წმინდა მოგება 2017 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 342 %-ით გაიზარდა, 26,752,617-დან 118,358,999 ლარამდე, რაც ძირითადად განპირობებული იყო საპროცენტო, არასაპროცენტო და საკომისიო შემოსავლების ზრდით. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაუმჯობესდა ზარალი ...

Read More »