Home » Tag Archives: ეროვნული ბანკი (page 11)

Tag Archives: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით მიუდგნენ ისეთ კომპანიებთან ურთიერთობას, რომლებიც მათ საკუთარი სახსრების დაბანდებას მაღალი რისკის შემცველ ფინანსურ ინსტრუმენტებში სთავაზობენ. როგორც ეროვნული ბანკის გაფრთხილებაშია ნათქვამი, აღნიშნული ეხება იმ კომპანიებსაც, რომლებიც მოსახლეობას ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე (FOREX) საკუთარი სახსრების დაბანდებასა და უცხოური ვალუტით ვაჭრობას სთავაზობენ. „ასეთი კომპანიები, შეიძლება მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის მიზნით, ორგანიზაციის დასახელებაში იყენებდნენ ტერმინებს “საფინანსო”, “საბროკერო”, ...

Read More »

“როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს”,

"როცა ფუნდამენტალურად არაფერი ხდება, ზედმეტად შექმნილი მოლოდინი, რა თქმა უნდა, ლარს აზიანებს",

ვფიქრობ, ლარი ისევ ჩამოვა თავის ნორმალურ ნიშნულზე, რაც ყოველთვის ხდება, – ამის შესახებ “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “თუ თვალს გადავავლებთ ჩვენი მეზობლის, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის – თურქული ლირის გაუფასურებას, საკმაოდ დრამატულად მიდის, რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ვალუტაზეც და წლის ბოლოს თუ დააკვირდებით, შარშანაც და წელსაც იგივე ტენდენცია ...

Read More »

„კურსის არასტაბილურობის გამო, ბანკებმა ბიზნესს 48 მლნ დოლარი ამოაცალეს“

„კურსის არასტაბილურობის გამო, ბანკებმა ბიზნესს 48 მლნ დოლარი ამოაცალეს“

„ესტონური მოდელის ამოქმედების შედეგად, იმპორტზე დამოკიდებულ ბიზნესს მოგება უნდა დარჩენოდა, თუმცა კურსის ცვალებადობა ამის საშუალებას არ აძლევს“, –  ამის შესახებ  „კომერსანტს“ საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორმა, ბიზნესის ანალიტიკოსმა ჯაბა თარიმანაშვილმა განუცხადა. ე.წ. ესტონური მოდელი 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება არა მოგების მიღება, არამედ მოგების დივიდენდად განაწილება. მარტივად რომ ვთქვათ, ახალი მოდელი ახალისებს ...

Read More »

“ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას, თუ კურსი ფუნდამენტიდან დიდი ხნის განმავლობაში გადაიხრება”

"ეროვნული ბანკი მოახდენს რეაგირებას, თუ კურსი ფუნდამენტიდან დიდი ხნის განმავლობაში გადაიხრება"

ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებით მოახდენს ბაზარზე გავლენას იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაინახავენ, რომ ფუნდამენტიდან, უკვე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში არის გადახრილი ლარის კურსი, – ამის შესახებ პირველმა ვიცე – პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “კიდევ ერთხელ ვიტყვი, პროგნოზებს არ და ვერ გავაკეთებ, ეს არის მცურავი კურსი. ანალიზი ...

Read More »

“ლარის კურსის 2.50 ნიშნულზე ჩამოსვლა ოცნებად დაგვრჩება”

"ლარის კურსის 2.50 ნიშნულზე ჩამოსვლა ოცნებად დაგვრჩება"

ლარი დღითი დღე თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება ევროსა და დოლარის მიმართ. ვალუტის დევალვაციას ბაზარზე გაძვირებული პროდუქტიც ემატება, რაც მოსახლეობის ყოფას გაუსაძლისს ხდის. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, მთავრობის, ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები გაუფასურებაში მედიასა და სპეციალისტებს ადანაშაულებენ. ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ეკონომიკური ბლოკი სიტუაციას ვერ აკონტროლებს და ხელს სხვებისკენ იშვერენ. ლარი 2,80-მდე მივა და შემდეგ დაიწყება მისი შედარებითი გამყარება. ...

Read More »

“თუ ლარის კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ეროვნული ბანკი რეაგირებას მოახდენს”

"თუ ლარის კურსი დიდი ხნით იქნება გადახრილი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ეროვნული ბანკი რეაგირებას მოახდენს"

თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. არჩილ მესტვირიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ...

Read More »

ეროვნული ბანკი “ბლუმბერგის” სისტემაში ორი ბანკის ვაჭრობის შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს

ეროვნული ბანკი "ბლუმბერგის" სისტემაში ორი ბანკის ვაჭრობის შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს

ხშირად გვესმის, რომ „ბლუმბერგის“ სისტემაში ორი ბანკი ახდენს კურსზე გავლენას და ამის საპასუხოდ, ჩვენ ვაპირებთ რომ დღის განმავლობაში გამოვაქვეყნოთ ბანკების მიხედვით მათი წილი ვაჭრობაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “დღეს ვაპირებთ ასევე გამოვაქვეყნოთ „ბლუმბერგში“ ბანკების მონაწილეობა. რადგან ხშირად გვესმის, რომ „ბლუმბერგის“ სისტემაში ორი ბანკი ახდენს კურსზე ...

Read More »

არჩილ მესტვირიშვილი: წესები როცა ცხადი არ არის ბაზარი არ მუშაობს

არჩილ მესტვირიშვილი: წესები როცა ცხადი არ არის ბაზარი არ მუშაობს

საფინანსო ბაზარზე  წესრიგი მყარდება, რომელიც ადგილობრივი კომპანიების უცხოელ პარტნიორებს  რისკების წინასწარი შეფასებით მისი შემცირების საშუალებას  მისცემს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტ არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, „გირავნობის, ურთიერთგაქვითვის და  დერივატივების  შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში განხილვა ამ თვის ბოლოს დაიწყება. ცვლილებებით  ფინანსური ინსტრუმენტების  (ფორვარდები; სვოპ გარიგებები …)   პირობები, მხარეთა ვალდებულებები დეტალურად გაიწერება. ამ დროისთვის მოწესრიგებულია ის შემთხვევა, თუ ორივე მხარე ბანკია. სხვა ნაწილში კორპორაციულ კოლიეტსა და ...

Read More »

S&P: 2020 წლისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 3.5 მილიარდამდე გაიზრდება

S&P: 2020 წლისთვის ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების 3.5 მილიარდამდე გაიზრდება

ვფიქრობთ, მოქნილი გაცვლითი კურსის არსებობამ, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ხელი შეუწყო საქართველოს სწრაფ ადაპტაციას გარე ფაქტორებთან, – მიიჩნევს S&P , რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი დაუდასტურა. სააგენტოს ექსპერტების დადებითად აფასებენ ლარის გაცვლითი კურსის მიმართ სებ-ის პოლიტიკას, აღნიშნავენ, რომ სებ-ი არ ცდილობდა სისტემატურად მოეხდინა ლარის კურსის „დაჭერა“ და შედეგად, უცხოური ვალუტის რეზერვები დარჩა სტაბილურ ნიშნულზე. „ჩვენი პროგნოზით, ...

Read More »

ფრანსუა პეჰშო: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში საუკეთესო ცენტრალური ბანკია

ფრანსუა პეჰშო: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში საუკეთესო ცენტრალური ბანკია

“საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკია”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეჰშომ დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ-მარიოტში“ გამართულ სსფ-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაციაზე განაცხადა. “საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ადეკვატურია. 2016 წელს შერბილებული იყო, როდესაც ინფლაცია შემცირდა, თუმცა 2017 წლის დასაწყისში ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა რადგან ინფლაცია გაიზარდა აქციზისა და ...

Read More »