Home » Tag Archives: ელექტრონული სიგარეტი

Tag Archives: ელექტრონული სიგარეტი

აშშ-ში კაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა

აშშ-ში კაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა

The Washington Post-ის ინფორმაციით, ამერიკაში, კერძოდ ფლორიდის შტატის, ქალაქ სენტ-პიტერსბერგში კაცი ელექტრონული სიგარეტის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კაცს სიგარეტი მოწევის დროს აუფეთქდა. როგორც ირკვევა, აფეთქების შედეგად კაცმა თავის არეში ნამსხვრევებისგან მიღებული ჭრილობა და სხეულის 80%-იანი დამწრობა მიიღო.  

Read More »

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება

საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით იღუპება, – ამის შესახებ ”თამბაქოს კონტროლის ალიანსის” ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებებით დაღუპულთა რიცხვი წელიწადში დაახლოებით 11 000 ადამიანს შეადგენს. აქედან დაახლოებით 3 000 პირი თამბაქოს მეორადი კვამლის შედეგად იღუპება. ”ის ადამიანები, რომლებიც თამბაქოს არ ეწევიან, მაგრამ იძულებული არიან იმის გამო, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე არ ...

Read More »

6.1 მლნ-მა ევროპელმა მოწევას თავი ელექტროსიგარეტის მეშვეობით დაანება

6.1 მლნ-მა ევროპელმა მოწევას თავი ელექტროსიგარეტის მეშვეობით დაანება

 ახალი კვლევის მიხედვით, ელექტრონული სიგარეტის მეშვეობით, ევროკავშირის ქვეყნებში სიგარეტის მოწევას თავი 6 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაანება, 9 მილიონზე მეტმა კი მოხმარება შეამცირა. საბერძნეთის „პატრას უნივერსიტეტის“, ონასისის კარდიოქირურგიული ცენტრისა და საფრანგეთის ჯანმრთელობისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარებმა გაავრცელეს მონაცემები, რომელიც 2014 წლის ელექტრონული სიგარეტის მოწევისა და გამოყენების ევრობარომეტრს (Eurobarometer) ითვალისწინებს. კვლევის შედეგების მიხედვით, 48.5 მლნ ევროპელ მოქალაქეს გასინჯული აქვს ...

Read More »

მენთოლიანი სიგარეტი იკრძალება

მენთოლიანი სიგარეტი იკრძალება

20 მაისიდან, ევროკავშირში ამოქმედდა კანონი, რომელიც თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს ყველა ბრენდის სიგარეტის ერთნაირ, მუქ მწვანე კოლოფში გაყიდვას აიძულებს. თუმცა, პაკეტთან დაკავშირებული შეზღუდვა მხოლოდ ნაწილია ევროკავშირის მიერ თამბაქოს წინააღმდეგ მიღებული რეგულაციებისა. მათ შორის, იკრძალება მენთოლიანი სიგარეტი. შეფუთვის სტანდარტიზაციის მიზანი თამბაქოზე არსებული მოთხოვნის შემცირებაა. ახალი დირექტივის მიხედვით, სიგარეტის ყოველი კოლოფის წინა და უკანა მხარის 65% ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გაფრთხილებას უნდა დაეთმოს. გარდა ამისა, ...

Read More »

აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა

აშშ-ში 18 წლამდე პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვა აიკრძალა

აშშ-ის მთავრობამ ახალი ფედერალური წესი შემოიღო, რომელიც 18 წლამდე ასაკის პირებისთვის ელექტრონული სიგარეტის მიყიდვას კრძალავს. გარდა ამისა, ელექტრონული სიგარეტის მწარმოებლები ვალდებული ხდებიან თავიანთი პროდუქცია საკვების და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოში წარადგინონ. აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტების მიერ ელექტრონული სიგარეტის გამოყენების მაჩვენებელი 2011 წელს 1.5% იყო და 2015 წელს 16%-მდე გაიზარდა. ასევე აკრძალული იქნება ელექტრონული სიგარეტის გაყიდვა ავტომატების საშუალებით.

Read More »