Home » Tag Archives: EBRD

Tag Archives: EBRD

გალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა

მრავალმხრივი განვითარების ბანკმა (“MDB”) EBRD-მა 2021 წლის 30 სექტემბერსა და 2021 წლის 8 ოქტომბერს დამატებით ორი, ლარში დენომინირებული ბონდი გამოუშვა. 92 მლნ და 93 მლნ ლარის ობლიგაციების ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) შეადგენს 3-თვიან თბილისის ბანკთაშორის საპროცენტო განაკვეთს (TIBR). დაფარვის ვადაა შესაბამისად ხუთი წელი, 3 წელი და 9 თვე. ტრანზაქცია EBRD-ის რიგით მეხუთე და მეექვსე წარმატებული, ლარში დენომინირებული ობლიგაციების  ემისიაა, რომელსაც ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ელპლუსი“ საქმიანობას აფართოვებს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით,  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და EBRD-ის პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით, „ელპლუსმა“ ახალი, ევროპული სტანდარტების საწარმო გახსნა. კომპანიის განვითარების ხელშეწყობისთვის, ბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსებისათვის გაცემული სესხის ოდენობა 6 მლნ. ლარს უტოლდება. სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით დარგის ლიდერი, „ელპლუსი“ ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანია ცეცხლმაქრების, სახანძრო კარების, ცეცხლგამძლე კარადების, და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების იმპორტიორი და მწარმოებელია. კომპანია 200-ზე მეტ ...

Read More »

ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები EBRD-ის მმართველ დირექტორს შეხვდნენ

დღეს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს და EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, განიხილეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ...

Read More »

ბაზისბანკმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საუკეთესო პროექტებისთვის EBRD-ის სპეციალური ჯილდო მიიღო

ბაზისბანკმა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის საუკეთესო პროექტებისთვის EBRD-ის სპეციალური ჯილდო მიიღო ბაზისბანკს EBRD-ის პროგრამა „ენერგოკრედიტის“ ფარგლებში საუკეთესო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა. „ენერგოკრედიტი“ ევროგაერთიანებისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონია თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა. ჯილდო ბაზისბანკის კომერციული მიმართულების მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელს, დავით ნიკოლაიშვილს გადაეცა. მან ისაუბრა ბაზისბანკის მიერ EBRD-ის მხარდაჭერით მწვანე ...

Read More »

“თიბისი ბანკმა“ ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისთვის EBRD-ის ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსებისა და საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის „თიბისი ბანკი“ დააჯილდოვა. ღონისძიებაზე საუკეთესო ენერგოეფექტური პროექტების ავტორი 6 კომპანია გამოვლინდა, მათ შორის შპს „ლიდერფუდი“ და „შილდა ჰიდროელექტროსადგური“, რომლებსაც „თიბისი ბანკთან“ მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. „კავკასიის ენერგოეფექტურობის პროგრამა – CEEP, EBRD-ის, ევროკავშირისა და ავსტრიის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში, 2012 წლიდან 31-მა კომპანიამ ...

Read More »

სუმა ჩაკრაბარტი – ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველომ როგორც რეფორმატორმა, რეკორდი დაამყარა

სუმა ჩაკრაბარტი - ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველომ როგორც რეფორმატორმა, რეკორდი დაამყარა

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლის შემდეგ საყურადღებო რეგიონები აღმოსავლეთ ევროპა და კავკასია არიან, – ასეთი სათაურით აქვეყნებს გამოცემა „ფაინენშელ თაიმსი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის სტატიას. როგორც „იბიარდის“ ხელმძღვანელი აღნიშნავს, ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ევროპა საბოლოოდ გაერთიანდა და ეკონომიკურად განვითარდა. კედლის დაცემის შემდეგ დიდი ძალისხმევა ჩაიდო პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკონომიკური რეფორმების წარმატებაში. „თუმცა, ჭკვიანმა ინვესტორებმა ...

Read More »

სვანეთში ჰესების მშენებლობას EBRD-ი 7 მლნ-ით დააფინანსებს

სვანეთში ჰესების მშენებლობას EBRD-ი 7 მლნ-ით დააფინანსებს

სვანეთში ჰესების მშენებლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს, – ინფორმაციას EBRD-ი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. განცხადებაში მითითებულია, რომ ენერგოპროექტის განსაზორციელებლად საჭირო თანხის მოცულობა $19,6 მლნ-ია, აქედან $6,9 მლნ-ს EBRD-ი თიბისი ბანკს გამოუყოფს. საქმე ეხება სვანეთში ნაკრას, ხელრას და იპარის ჰესების მშენებლობას, ჰესების დადგმული სიმძლავრე 13.7 მგვტ-ია. პროექტს „აქუა ენერჯის“-ის მფლობელობაში არსებული კომპანია Aquahydro განახორციელებს. სავარაუდოდ, პროექტში 40%-იანი წილის მფლობელი კომპანია ...

Read More »

თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-მა ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით EBRD-იმ ვაჭრობის ფინანსირების ფორუმი გამართა

18-19 ოქტომბერს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით თბილისმა რიგით მე-7, ვაჭრობის ფინანსირების ფორუმს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 100-მდე ფინანსური ინსტიტუტის და ვაჭრობის ფინანსირების ორგანიზაციის 200-ზე მეტი წარმომადგენელო 40 ქვეყნიდან. ფორუმის მიზანს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ტრენდების, გამოწვევების, შესაძლებლობებისა და ინოვაციური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. ღონისძიებას EBRD-ის დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ბრუნო ბალვანერა, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ...

Read More »

EBRD „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას დააფინანსებს

EBRD „ხელედულა-3 ჰესის“ მშენებლობას დააფინანსებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „ხელედულა-3 ჰესის“ დაფინანსებას 30 მილიონი დოლარით გეგმავს პროექტის კონცეფცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა უკვე განიხილა. ბანკის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაფინანსეასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ორგანიზაციის ბორდი, სავარაუდოდ, 30 ნოემბერს მიიღებს. პროექტს თურქული „ანადოლუ ჯგუფი“ ახორციელებს. 51 მეგავატი სიმძლავრის ჰესის მთლიანი ღირებულება 88.7 მილიონი დოლარია. EBRD-ში აცხადებენ, რომ პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყანაში ენერგიაზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ასევე ხელს შეუწყობს თურქეთთან ...

Read More »

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის საერთაშორისო მრჩეველი გახდა

საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ხელშეკრულება გააფორმა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა bm.ge-ის განუცხადა, EBRD-თან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ დადო. მისი თქმით, თანამშრომლობაში მოიაზრება ევრობანკის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის დახმარების გაწევა საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში, რომელიც საქართველოში ევრობანკის ინიციატივით შექმნილი ინვესტორთა საბჭოს გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ცნობისთვის: პრემიერის რანგში გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ. ...

Read More »