Home » Tag Archives: დაზღვევა (page 3)

Tag Archives: დაზღვევა

ხელფასის დაზღვევა – შეინარჩუნეთ ხელფასი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც

ხელფასის დაზღვევა - შეინარჩუნეთ ხელფასი სამსახურის დაკარგვის შემთხვევაშიც

ხელფასის დაზღვევა უმუშევრობით გამოწვეული სირთულეების შემსუბუქების ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური საშუალებაა, რომელიც ევროპის მრავალ ქვეყანაში კარგად არის აპრობირებული. დაახლოებით, ორი თვეა, მსგავსი მომსახურება საქართველოს სადაზღვევო სივრცეშიც დაინერგა. დღეს ხელფასის დაზღვევას მხოლოდ სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ სთავაზობს ნებისმიერ დასაქმებულს. ამ ინოვაციურ შემოთავაზებაზე „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროდუქტების განვითარების მენეჯერი უჩა ტყეშელაშვილი გვესაუბრება: – ზოგადად, რა სარგებელი მოაქვს მომხმარებლისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეძენას? – სადაზღვევო პროდუქტები მკვეთრად ...

Read More »

მოზიდული პრემიით სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა

მოზიდული პრემიით სადაზღვევო ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური სექტორის 2015 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, სტატისტიკური მოზიდული პრემიის მაჩვენებლით, ბაზრის ლიდერი ჯიპიაი ჰოლდინგი გახდა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ჯიპიაის ლიდერობა არის “ალდაგის” გაყოფის ტექნიკური შედეგი – როგორც ცნობილია, კომპანიაში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის, ასევე, ქონების დაზღვევის მიმართულებები ერთმანეთისაგან გაიმიჯნა – პირველი მიმართულებით “ალდაგი” მუშაობს, მეორე კი “იმედი ელმა” ჩაიბარა. “ჯიპიაი”  კი ორივე სახეობას მოიცავს. ...

Read More »

კლინიკები ფასს ბერავენ, დაზღვევას ფული აკლდება

კლინიკები ფასს ბერავენ, დაზღვევას ფული აკლდება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, შესაძლოა, ფული წელსაც დააკლდეს. იანვარ-თებერვლის მონაცემებით, პროგრამა კვლავ დეფიციტურია და ყოველთვიური გადახარჯვა 7 მლნ ლარზე მეტია. როგორც გაზეთი “რეზონანსი” წერს, თუ ასე გაგრძელდა, მთავრობას წლის ბოლოს საყოველთაო ჯანდაცვისთვის სავარაუდოდ, ისევ 100 მილიონის დამატება მოუწევს. ხარჯების ზრდის მთავარ მიზეზად სპეციალისტები არასრულ მონიტორინგს და მიზნობრიობას ასახელებენ. ზოგჯერ კლინიკა პაციენტს ფორმა #100-ში სხვა ნოზოლოგიას უწერს, რეალურად კი სხვა ოპერაციას აკეთებს, ...

Read More »

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების ანაზღაურება იწყება

სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების ანაზღაურება იწყება

მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებთან ფულადი დახმარების გაცემის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 27 ფიზიკურ პირთან გაფორმდება, რომლებსაც ფულადი დახმარების სახით, ჯამში 74 450 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ჩაერიცხებათ. 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ 100-ზე მეტ ფიზკურ პირს განადგურებული, ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების საფასური ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ...

Read More »

,,ჯიპიაი” დაზღვევას ახალი მისამართი აქვს – www.mygpi.ge

დაზღვევას ახალი მისამართი აქვს - www.mygpi.ge

ჯიპიაი ჰოლდინგი მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ სერვისებს სთავაზობს; მხოლოდ 29 თებერვლამდე, ყველა ონლაინ შეძენილ პოლისზე -50%! პირველად საქართველოში, ჯიპიაი ჰოლდინგი საკუთარ მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ პორტალს სთავაზობს. დღეიდან, ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა დარეგისტრირდეს ახალ ვებ გვერდზე და ისარგებლოს გამარტივებული მომსახურებით.www.mygpi.ge -ზე შესაძლებელია ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის შეძენა და სტიქიისგან დაზღვევის პოლისის საჩუქრად მიღება. ასევე, მოქმედი პოლისების შესახებ სრული ინფორმაციის გადამოწმება, დაზღვევის ღირებულების ...

Read More »

“ჯიპიაი ჰოლდინგი“ დავით სერგეენკოს პასუხობს

"ჯიპიაი ჰოლდინგი“ დავით სერგეენკოს პასუხობს

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ოფიციალურად ეხმაურება დღეს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის , ბატონ დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ თითქოსდა თავს არიდებს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვანის რაიონში კლინიკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.   “წუხილს გამოვთქვამთ, რომ არასწორი კომუნიკაციის გამო დღეს გავრცელდა ” ჯიპიაი ჰოლდინგის“ რეპუტაციისთვის შეუფერებელი განცხადებები. გვინდა განვაცხადოთ, რომ „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ერთ-ერთი ლიდერი იყო იმ კომპანიათა შორის, ...

Read More »

,,დაზღვევის საპენსიო სისტემის შემოსაღებად საქართველო მზად არ არის”

დაზღვევის საპენსიო სისტემის შემოღებისთვის საქართველო არ არის მზად

სადაზღვევო სექტორი საქართველოში საკმაოდ ნელი ტემპით ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფომ დაზღვევის მიმართულებით რამდენიმე პროექტი განახორციელა, ამას სექტორისთვის დიდი შემოსავალი არ მოუტანია. რა პრობლემები აქვთ დღეს სადაზღვევო კომპანიებს, რა მიმართულებით სჭირდებათ მათ სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სხვადასხვა სავალდებულო დაზღვევის არსებობა, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს”, სადაზღვევო კომპანია ,,უნისონის” გენერალური დირექტორი ვასილ ახრახაძე ...

Read More »

ტრანზიტული ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წელს ამოქმედდება

ტრანზიტული ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა მომავალ წელს ამოქმედდება

საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი, სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული (სატრანზიტო) ავტომანქანების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს. სავალდებულო დაზღვევის პროექტი ეკონომიკურმა საბჭომ უკვე მოიწონა. კანონის ამოქმედების შემდეგ, საქართველოში შემოსული სატრანზიტო მანქანების მძღოლებს დაზღვევის შეძენის ვალდებულება ექნებათ. შედეგად, თუ ისინი ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ რაიმეს დააზიანებენ – იქნება ეს ქონების თუ მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება – ამ ხარჯებს სადაზღვევო კომპანიები აანაზღაურებენ. ზოგადად, ...

Read More »

„პსპ დაზღვევა“ ხელისუფლებას სავალდებულო დაზღვევის მხარდაჭერას სთხოვს

პსპ დაზღვევა  ქონების და ტვირთების დაზღვევის მიმართულებით აქტიურდება კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ „პსპ დაზღვევა” ჯანმრთელობის დაზღვევის და ავტოდაზღვევის მიმართულებით ოპერირებს  და 2016 წლიდან გეგმავს სხვა პროდუქტების გამოტანას. ვლადიმერ ბეჟაშვილის თქმით, ბაზრის ანალიზით ევროპის ქვეყნებში ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ძირითადად ქონების და ავტოდაზღვევა ლიდერობს და არა ჯანმრთელობის დაზღვევა როგორც საქართველოში, მისივე თქმით, კარგი იქნება სადაზღვევო კომპანიები ინფორმირებულობის მიმართულებით მეტად გააქტიურდნენ, თუმცა ...

Read More »

„იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები “საქართველოს ბანკსა” და “ალდაგს” კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 

„იმედი L”-ის ყოფილი მფლობელები "საქართველოს ბანკსა" და "ალდაგს" კომპანიის მითვისებაში ადანაშაულებენ 

საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „იმედი L Int“ -ის ყოფილი მფლობელები სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ მიმართ სასამართლო დავას იწყებენ. როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, 2012 წელს „ალდაგის“ მიერ „იმედი ელის“ შესყიდვა არაადეკვატურად დაბალ ფასად მოხდა. გასხვისებიდან 3 წლის შემდეგ კომპანიის ყოფილი მფლობელები „იმედი L Int“-ის სამართლიანი საბაზრო ფასის ანაზღაურებას ითხოვენ, თუმცა, თანხის ოდენობა ამ ეტაპზე არ სახელდება. დამფუძნებლები განმარტავენ, რომ კომპანიის დაბრუნების მოთხოვნა შეუძლებელია, რადგანაც ...

Read More »