Home » Tag Archives: დავით სერგეენკო (page 2)

Tag Archives: დავით სერგეენკო

როგორია დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებითვის

როგორია დიფერენცირებული პაკეტები საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებითვის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ 16 მარტს საყოველთაო ჯანდაცვის “მეორე ტალღა” დაანონსა, რაც გულისხმობს იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. დიფერენცირების შესაძლებლობა, მინისტრის განცხადებით, მათ მისცა 2017 წლის მარტში ბაზების განახლებამ. ეს ბაზები 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყების შემდეგ არ განახლებულა. საყველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი უცვლელი დარჩება. სამინისტრო საუბრობს იმაზე, რომ ამ რეფორმით უკვე გამოყოფილი თანხები უფრო სამართლიანი ...

Read More »

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება

საყოველთაო ჯანდაცვა მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის დიფერენცირებული იქნება

“სიების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შემოსავლების მიხედვით პირველი კატეგორიაა, რომელსაც 40 000 ლარზე მეტი ჰქონდა წელიწადში შემოსავალი. ისინი ოფიციალურად იხდიან მოგების გადასახადს. ასეთია 32 000 ადამიანი. მათგან 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. ხოლო 10 000-ს ჰქონდა მცდელობა ესარგებლა საყველთაოთი. თუმცა, მათ აქვთ ამის მატერიალური შესაძლებლობა და საყოველთაო ჯანდაცვის პოლისშიც ასე წერია. შესაბამისად, პირველი დიფერენცირება იქნება მაღალშემოსავლიან მოქალაქეებზე. რაც შეეხება დანარჩენ დიფერენცირებას ...

Read More »

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ცვლილებები 1 მარტს ამოქმედდება

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ცვლილებები 1 მარტს ამოქმედდება

ცნობილი გახდა იმ ცვლილებების დეტალები, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის. პროექტი მთავრობის სხდომაზე განიხილეს. ცვლილების მიხედვით, 2017 წლის 1 ივლისიდან საყოველთაო და კერძო პაკეტები ერთმანეთისგან გაიმიჯნება. როგორც ხელისუფლებაში აცხადებენ, ამის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი. თავიდანვე, 2013 წლის 1 ივლისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრნენ პირები, რომლებსაც, 2013 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, არ ჰქონდათ კერძო დაზღვევა, ხოლო ის ...

Read More »

“თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით”

"თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით"

სათხოვარი მექნება – თუკი წარმოიშვება შრომითი დავები, მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რას აკეთებს და მოქმედების რა არეალი აქვს შრომის ინსპექციას. “ეს არ არის სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციაზე რეაგირების სამსახური, რომელსაც ...

Read More »

ხელისუფლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებეზე ალაპარაკდა

ხელისუფლება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებეზე ალაპარაკდა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ პრობლემებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე „ლიბერალი“ „ქართული ოცნების“ სიის მე-6 ნომერს, კაკი ზოიძეს ესაუბრა, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მართვა და ბიუჯეტის მიზნობრივი ხარჯვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა იმ პრობლემათა შორის, რომელიც ამ პროგრამასთან მიმართებით გაჟღერებულა. 2015 წელს სახელმწიფომ დაგეგმილზე 105 მლნ. ლარით მეტი დახარჯა. გადახარჯვა, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ ხდება, რომ სოციალური სააგენტო, რომელიც ...

Read More »

დავით სერგეენკო: სამუშაო ადგილები ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველი პრიორიტეტია

დავით სერგეენკო: სამუშაო ადგილები ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველი პრიორიტეტია

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დავით სერგეენკომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პროექტის დაწყება მიულოცა, სატრანზიტო-ეკონომიკური ფუნქციის როლი გამოჰყო, ყურადღება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილა და ვარაუდი გამოთქვა, რომ პროექტი, კერძო-სახელწმიფო პარტნიორობის საუკეთესო მოდელი იქნება. “ჯანდაცვის ...

Read More »

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება

საქართველოში პირველად, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია იწყება. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი, რომელიც მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე გაიხსნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად გახსნა. როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიის ახალ და მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტებს აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ კლინიკის ბაზაზე ...

Read More »

“ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ”

"ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ"

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდეცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ...

Read More »

დავით სერგეენკო – პაციენტების 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა

დავით სერგეენკო - პაციენტების 92% C ჰეპატიტისგან სრულად განიკურნა

პაციენტთან 92% სრულად განიკურნა C ჰეპატიტისგან, – ამის შესახებ შრომის,ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა მისივე თქმით, 2015 წლის აპრილიდან დღემდე  14 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო C ჰეპატიტის პროექტში, “5 ათასზე მეტმა უკვე დაასრულა მკურნალობა და პირველ ეტაპზე ეს არის ძალიან მაღალი წარმატების პროცენტი, 92%-მა მიიღო სრული განკურნება. ბოლო სამი თვეა ჩვენ გადავედით კიდევ უფრო ახალი გენერაციის პრეპარატზე, მოვხსენით ყველა კრიტერიუმი, სიმძიმის, რაიმე რისკ ...

Read More »

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე”

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე"

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „ექსპო ჯორჯიაში“ განუცხადა, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და მსოფლიო ბანკმა ღონისძიება სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“გამართეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, დღეს არის საშუალება, რომ სამი წლის განმავლობაში ჯანდაცვის მიმართულებით გატარებული რეფორმები ერთიანად შეფასდეს ისეთი ყველაზე უფრო ავტორიტეტული ...

Read More »