Home » Tag Archives: ჭიათურა

Tag Archives: ჭიათურა

როგორი იქნება ჭიათურაში ახალი საბაგირო (ფოტორეპორტაჟი)

ჭიათურაში არსებული საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების სრული რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიაწოდა. პროექტის დასრულება 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება. წყარო: Ipress

Read More »

დუშეთი და ჭიათურა – ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტის მონაწილე ქალაქები

დუშეთი და ჭიათურა - ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტის მონაწილე ქალაქები

ქალაქი დუშეთი და ქალაქი ჭიათურა პროექტ COMUS-ის ფარგლებში შერჩეული საპილოტე ქალაქებია. COMUS – „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ ეფუძნება ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის პოლიტიკის პრიორიტეტებს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის (2015-2020) კონტექსტში, რომელიც მოქმედებს სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში. პროექტის მთავარი საერთაშორისო პარტნიორია მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების ასოციაცია (OWHC). საქართველოში COMUS-ის მთავარი ფოკუსი არის ურბანული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ...

Read More »

ჭიათურაში ახალი საბაგიროების მონტაჟისთვის 8,5 მილიონია გათვალისწინებული

ჭიათურაში ახალი საბაგიროების მონტაჟისთვის 8,5 მილიონია გათვალისწინებული

ჭიათურაში ახალი საბაგიროების მონტაჟი იწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა არსებულის დემონტაჟისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 8 564 804 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღების ვადა 3 ივნისს 12:00 საათზე სრულდება. ჭიათურაში გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების მთლიანი კომპლექტაცია მიწოდებული იქნება ფრანგული კომპანია „პომაგალსკის“ მიერ. აშენდება ცენტრალური სადგური, ასევე ნაგუთის,  ლეჟუბანისა და სანატორიუმის სადგურები. ...

Read More »