Home » Tag Archives: ბუნებრივი აირი

Tag Archives: ბუნებრივი აირი

შესაძლოა, ბიზნესისთვის გაზი კიდევ გაძვირდეს – მურმან მარგველაშვილი

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი გაძვირდეს. როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, ევროპაში გაზრდილი მოთხოვნისა და რუსეთის მიერ შემცირებულ მიწოდების გათვალისწინებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირების საფრთხე არსებობს. „გაზის ფასი ევროპაში ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ობიექტური ფაქტორი ცივი ზამთარია, რასაც ელიან წელს ევროპაში. სუბიექტური ფაქტორია „ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გარშემო არსებული დაპირისპირება. ამ გაზსადენის ...

Read More »

ნახტომისებური ზრდა – თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფები გაორმაგდა

როგორც რუსული “კომერსანტი”  წერს, მიმდინარე წლის ოქტომებრში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტვირთის გადაზიდვის განაკვეთები, სექტემბერთან შედარებით გაორმაგდა და წყნარი ოკეანის მარშრუტზე დღეში 200 ათას დოლარს გადააჭარბა, ხოლო ატლანტის ოკეანაში კი 140 ათას დოლარს მიუახლოვდა. ანალიტიკოსები ნახტომისებურ ზრდას გაზის მაღალ ფასებსა და ტანკერების დეფიციტს უკავშირებენ. ამავდროულად, შესამჩნევია ფასების სხვაობა ევროპასა და აზიაში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფებში. ეს დაკავშირებულია აზიის გაზის ...

Read More »

მოლდოვის პრემიერ-მინისტრი – რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს

რუსული „გაზპრომის“ შემოთავაზება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ პასუხობს, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი სპინუმ განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვა რუსულ ბუნებრივ აირში რეგიონის სხვა ქვეყნებზე მეტ ფასს ვერ გადაიხდის. მოლდოვამ და რუსულმა „გაზპრომმა“ ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ შეძლეს. გავრცელებული ცნობით, რუსული კომპანია მოლდოვაში გაზის მიწოდებას, სავარაუდოდ, პირველ ნოემბერს შეწყვეტს. რუსული მედიის ცნობით, „გაზპრომი“ მოლდოვას „სამართლიან საბაზრო ფასს“ ...

Read More »

„რუსულ-გერმანული პროექტი Nord Stream 2 სტრატეგიული შეცდომაა, გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს ამის მტკიცებულება“

პოლონეთის მთავრობის მეთაურმა, მატეუშ მორავიცკიმ Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობას შეცდომა უწოდა. გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, როგორც არგუმენტი, პოლიტიკოსმა დაასახელა გაზის ფასების ზრდა. ”მე ძალიან ცუდად ვაფასებ ამ რუსულ-გერმანულ პროექტს და მივიჩნევ სტრატეგიულ შეცდომად. გაზის ფასების ზრდა შეიძლება იყოს მტკიცებულება“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა პრესკონფერენციაზე. მან დასძინა, რომ ქვეყანა ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა Nord Stream 2-ის მშენებლობას და ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეშალა მის ...

Read More »

2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 19,1%-ით შემცირდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 858.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა,  ჯამში $ 126.6 მილიონის ღირებულების. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 19,1% -ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, 8 თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან შეიძინა 148.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 78.6 მილიონი დოლარის ღირებულების, რაც 0.7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

Read More »

ალექსეი მილერი: ბუნებრივი აირის მარაგები რუსეთს 100 წელზე მეტ ხანს ეყოფა

“გაზის მარაგები რუსეთში მსოფლიოში ყველაზე დიდია, ისინი 100 წელზე მეტი ხნისათვისაა საკმარისი”, – ამის შესახებ “გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა საერთაშორისო ბიზნეს კონგრესის 24-ე ყოველწლიურ გენერალურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა 14-17 სექტემბერს, შერეულ ფორმატში. ”გაზის რეზერვები რუსეთში, გაზპრომის გაზის რეზერვები, ყველაზე დიდია მსოფლიოში. ჩვენ არ შევხვდებით პრობლემებს ჩვენს რეზერვებთან დაკავშირებით მომდევნო ასი წლის განმავლობაში,” – თქვა მან. ამავდროულად, მილერმა დაამატა, ...

Read More »

რა გეოპოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის დასრულება და გახდის თუ არა ევროპას რუსულ გაზზე კიდევ უფრო დამოკიდებულს

ამერიკის სანქციების მიუხედავად „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ გაზსადენის მშენებლობა შესაძლოა ამ წლის შემოდგომაზე დასრულდეს, რაც ევროპის ქვეყნების რუსულ გაზზე ენერგოდამიკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის და უკრაინის სატრანზიტო მნიშვნელობა შემცირდება. „ჩრდილოეთის ნაკადი-2” კიდევ ერთი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-1″-ის „ტყუპისცალია”, რომელიც 2012 წლიდან ამოქმედდა. ორივე მილსადენი გათვლილია 55-მილიარდი კუბომეტრი გაზის მიწოდებაზე ლენინგრადის ოლქიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით. 55 მილიარდი კუბომეტრი – ეს არის ევროპაში რუსული ...

Read More »

პოლონეთი რუსულ გაზს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ახალ დარტყმას უმზადებს

პროექტ Nord Stream 2-ის წარუმატებლობის შემდგომ, რუსეთიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის განკვთვნული ერთ-ერთი მთავარი მილსადენის მომავალიც ბუნდოვანია. საუბარია რუსეთიდან პოლონეთის გავლით ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტისათვის განკუთვნილ მილსადენზე. როგორც სააგენტო Finanz.ru წერს, მიმდინარე წლის 17 მაისს ვადა ეწურება ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთიდან პოლონეთის გავლით ბუნებრივი აირის ექსპორტს ითვალისწინებს მილსადენ „იამალი-ევროპას“ საშუალებით. აღნიშნული მილსადენი ყოველწლიურად ტუმბავს 33 მილიარდ კუბურ მეტრს ბუნებრივ აირს, რომლის ...

Read More »

ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი და ბუნებრივი აირი გაძვირდა

ავტოგასამართ სადგურებზე საწვავი და ბუნებრივი აირი გაძვირდა

ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობაში საწვავი გაძვირდა. ფასის ცვლილება რიგ შემთხვევაში 10 თეთრს აღწევს. „სოკარ ჯორჯიას“ ქსელში გაძვირებულია ყველა სახის საწვავი, LPG თხევადი გაზის გარდა. მაგალითად, ნანო პრემიუმის ფასი 8 თეთრით, 2.47 ლარამდეა მომატებული, ნანო ევრო რეგულარის ღირებულება კი 9 თეთრით, 2.23 ლარამდე გაიზარდა. გაძვირებულია CNG ბუნებრივი აირიც და 1.44 ლარის ნაცვლად ახლა 1.52 ლარი ღირს. „გალფის“ ქსელში გაზი 10 თეთრით გაძვირდა და 1.55 ...

Read More »

„აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა“

„აზერბაიჯანი ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა“

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროპაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა გაიზრდება, აზერბაიჯანი კი, ევროპისთვის ერთადერთი ახალი ენერგეტიკული წყაროა. „ჩვენ ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ექსპორტს სხვადასხვა მიმართულებებით ვახდენთ. ჩვენ შვიდი მილსადენი გვაქვს, სამი მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას ვახორციელებთ. ასევე გვაქვს ოთხი გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანსპორტირებას ვახდენთ ყველა მიმართულებით – საქართველოში, თურქეთში, ირანში და რუსეთში“, – განაცხადა ალიევმა ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების ...

Read More »