Home » Tag Archives: ბათუმი (page 12)

Tag Archives: ბათუმი

მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას იწყებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. საწარმოებში მანდარინის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ბათუმში საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ...

Read More »

10 მილიონი ლარის ინვესტიცია ბათუმში

10 მილიონი ლარის ინვესტიცია ბათუმში

ბათუმში კაზინოების საერთაშორისო ქსელი XO შემოდის. ახალ ბულვარში კომპანია კაზინოს მოწყობას განახორციელებს. XO-ს წარმომადგენლებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე შეხვდნენ. კაზინოში 500-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ობიექტი “მეტრო სითის” ტერიტორიაზე, 2800 კვ.მეტრზე განთავსდება. საიჯარო ხელშეკრულება 15 წლიანი იქნება და ჯამში 20 მლნ ლარი დაიხარჯება. კაზინოს მშენებლობა წელს დაიწყება და 2016 წელს დასრულდება.

Read More »

ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“  დასრულდა

ბათუმში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“  დასრულდა

 ქართველი და  უცხოელი არტისტები ბათუმის ჩოგბურთის კორტების სცენაზე ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „ბლიკ 2015“  ბათუმში დასრულდა. საერთაშორისო აღიარების მქონე უცხოელი დიჯეები ქართველ მუსიკოსებთან ერთად სამი დღის განმავლობაში თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობის კომპაზიციებს ასრულებდნენ. ფესტივალის მთავარი მიზანი სტუმრებისთვის მსოფლიო და ქართული ელექტრონული მუსიკის სიახლეების წარდგენა და გართობა იყო. პირველად ბათუმში, ტენისის კორტებზე  ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა „ბლიკ 2015“  სტარტი 20 აგვისტოს აიღო. ზღვისპირა ქალაქი ...

Read More »

რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“, რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

რას წარმოადგენს კომპანია „მულტიპლექსი“, რომელიც ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბათუმში თანამედროვე ევროსტანდარტებით აღჭურვილი ნავთობგადმამუშავებელი ქარხნის აშენება იგეგმება, პროექტი ხორციელდება კომპანია „მულტიპლექსის“ მიერ. ჩვენ შევეცადეთ კომპანია „მულტიპლექსის“ და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვებინა: შვეიცარიული კომპანია „მულტიპლექს-ჯგუფი“ 2008 წლიდან საქართველოში იწყებს აქტიურ მოღვაწეობას. განხორციელდა თბილისის წყლის პრივატიზაცია (“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”). დღემდე კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”-ში ინვესტირებულია 200 მილიონ აშშ დოლარამდე. 2014 ...

Read More »

ყველაზე ძვირი და იაფი სასტუმროები საქართველოს საზღვაო კურორტებზე

ყველაზე ძვირი და იაფი სასტუმროები საქართველოს საზღვაო კურორტებზე

booking.com-ის მიხედვით, სექტემბერში, ანუ როდესაც შავიზღვისპირეთში ე.წ ხავერდოვანი სეზონი იწყება, სასტუმროები 5 ვარსკვლავიან სეგმენტში ყველაზე ძვირი Radisson Blu Hotel Batumi-ს მომსახურებაა, ხოლო შედარებით იაფი Leogrand Hotel & Casino Batumi, სადაც 1-ელი სექტემბრისათვის ნომრის 2 ზრდასრულ ადამიანზე – 97 დოლარია. როგორც booking.com-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 1-ელი სექტემბრისათვის სასტუმრო Leogrand Hotel & Casino Batumi -ში 31 %-იანი ფასდაკლება იქნება და სწორედ ...

Read More »

ბათუმში სასტუმროს ჩავარდნილ პროექტს ალტერნატივა მალევე მოუძებნეს

ბათუმში სასტუმროს ჩავარდნილ პროექტს ალტერნატივა მალევე მოუძებნეს

მიმდინარე წლის სექტემბერში, ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ახალი მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. რომელი ბრენდის სასტუმრო განთავსდება ზღვისპირა ქალაქში, ჯერ-ჯერობით უცნობია. ქართულ კომპანიაში „მეტრო ატლას ჯორჯია”, რომელსაც სასტუმროს მშენებლობა ევალება, აცხადებენ, რომ მოლაპარაკება რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს, თუმცა მათ ვინაობას ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებენ. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა, რაულ კახაძემ განაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, პროექტის განსახორციელებლად არანაკლებ 20 მილიონი ...

Read More »