მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინის საზღვრისკენ მიემართება. მასთან ერთად სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები მგზავრობენ. იმედის და პირველი არხის ჟურნალისტები ავტობუსში არ დაუშვეს. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პირველ არხს პრორუსული არხი უწოდა. ქართული ტელევიზიებიდან ავტობუსში მხოლოდ „რუსთავი 2“-ის გადამღები ჯგუფი იმყოფება.
Read More »