Home » Tag Archives: აზერბაიჯანი

Tag Archives: აზერბაიჯანი

შესაძლოა, ბიზნესისთვის გაზი კიდევ გაძვირდეს – მურმან მარგველაშვილი

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი გაძვირდეს. როგორც მან „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში აღნიშნა, ევროპაში გაზრდილი მოთხოვნისა და რუსეთის მიერ შემცირებულ მიწოდების გათვალისწინებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირების საფრთხე არსებობს. „გაზის ფასი ევროპაში ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ობიექტური ფაქტორი ცივი ზამთარია, რასაც ელიან წელს ევროპაში. სუბიექტური ფაქტორია „ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გარშემო არსებული დაპირისპირება. ამ გაზსადენის ...

Read More »

საქართველო ყველაზე ძვირად დენს რუსეთში ყიდულობს – რა უჯდება ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია. რაც შეეხება მიმდინარე წელს, 2021 წლის 9 თვეში დენის იმპორტში საქართველომ 37.113 მლნ დოლარი გადაიხადა. მათ შორის, აზერბაიჯანიდან იმპორტი 23.351 მლნ დოლარი დაგვიჯდა, რუსეთიდან – 7.001 მლნ დოლარი და თურქეთიდან 6.753 მლნ დოლარი. თუ გავითვალისწინებთ შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობას და გადახდილ ...

Read More »

“მოსკოვი დაინტერესებულია რუსული კომპანიების მონაწილეობით ყარაბაღის აღდგენაში” – რუსეთის ელჩი აზერბაიჯანში

“მოსკოვი დაინტერესებულია რუსული კომპანიების მონაწილეობით ყარაბაღის აღდგენაში”, – ამის შესახებ აზერბაიჯანში რუსეთის ფედერაციის ელჩმა, მიხაილ ბოჩარნიკოვმა განაცხადა, საერთაშორისო გამოფენაზე “ყარაბაღის აღდგენა, რეკონსტრუქცია და განვითარება” (ყარაბაღის აღდგენა 2021 წ.), რომელიც ბაქოში დაიწყო. “გამოფენაში რუსული კომპანიების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ წარმოდგენილია კომპანიების ძალიან დიდი სპექტრი რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან. როგორც ელჩი, მე ძალიან კმაყოფილი ვარ რუსული კომპანიების ასეთი ფართო მონაწილეობით “, – განაცხადა ...

Read More »

კონკურენცია თუ ფასის ხელოვნური ზრდა – არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავი 40 თეთრით იაფია

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს. ამის პარალელურად ოპეკმა გაზარდა 2021 წელს ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდების დეფიციტის შესახებ პროგნოზი. ამის შესახებ ინფორმაციას ბლუმბერგი ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ნავთობის დეფიციტი ბაზარზე იქნება 1,1 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში, რაც მცირედით აღემატება აგვისტოს თვის პროგნოზს – 900 ათასი ბარელით/დღეში. მოსალოდნელია, რომ 2021 წლის ოქტომბერში სანავთობო ბაზარზე მიწოდება 1.2 მლნ ბარელით ნაკლები იქნება მოთხოვნილებაზე, ნოემბერში ...

Read More »

2021 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან საქართველოში ბუნებრივი აირის იმპორტი 19,1%-ით შემცირდა

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანიდან 858.1 ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი შემოიტანა,  ჯამში $ 126.6 მილიონის ღირებულების. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 19,1% -ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, 8 თვის განმავლობაში საქართველომ აზერბაიჯანიდან შეიძინა 148.5 ათასი ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 78.6 მილიონი დოლარის ღირებულების, რაც 0.7%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

Read More »

აზერბაიჯანში ტაქსის მძღოლების ვაქცინაცია სავალდებულო გახდა

აზერბაიჯანში, ტაქსის მძღოლებმა უნდა გაიარონ სრული ვაქცინაცია (პირველი და მეორე დოზები) კორონავირუსის წინააღმდეგ მომდევნო თვის დასაწყისში. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა წერს. პოლიციის მაიორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ელშად ჰაჯიევის თქმით, მომავალი თვიდან პოლიციის თანამშრომლები მიიღებენ შესაბამის ზომებს იმ მძღოლების წინააღმდეგ, რომლებიც არ მიიღებენ ვაქცინის მეორე დოზას. ”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა ტაქსის მძღოლები ამის შესახებ”, – ...

Read More »

პირველად, აზერბაიჯანში ლუდის წარმოება ადგილობრივი ქერისგან დაიწყო

პირველად, აზერბაიჯანულმა კომპანიამ ლუდის წარმოება ადგილობრივი ქერისგან დაიწყო. ABC.AZ იუწყება, რომ ქარხანაში ამოქმედდა ლუდის პირველი წარმოების ხაზი ადგილობრივი ქერისგან. ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი, მიქაელ ჯაბაროვი, “მეჯლისის” ეკონომიკური პოლიტიკის, მრეწველობისა და მეწარმეობის კომიტეტის თავმჯდომარე, ტაირ მირკიშილი და კომპანიის რეგიონალური წარმომადგენლები.

Read More »

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი იყო, ყველაზე დიდი იმპორტიორი კი თურქეთი

2021 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს ჩინეთი იკავებს 421.8 მლნ. აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა რუსეთი – 377.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე აზერბაიჯანი – 347.0 მლნ. აშშ დოლარით. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი ...

Read More »

„ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები კარგა ხნის წინ უნდა გადამდგარიყვნენ, ნამუსი რომ ჰქონდეთ“

საქართველოში ინფლაცია ორჯერ მაღალია, ვიდრე რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში   საქართველოში ინფლაციის ტემპი გამუდმებით მზარდია. ყველა დასახელების პროდუქცია საგრძნობლად გაძვირებულია. ფასების ზრდის მიხედვით, ქვეყანა რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. თურქეთის შემდეგ, ფასები ყველაზე სწრაფად სწორედ საქართველოში მატულობს.  ინფლაციის მაჩვენებელმა ორნიშნა მონაცემები უკვე გადალახა და აგვისტოში 12.8% შეადგინა, თუმცა მოცემულ ერთწლიან პერიოდში ფასები ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე გაცილებით სწრაფად გაიზარდა. მეზობელ ქვეყნებს შორის, ...

Read More »

რა თანხები გამოყვეს მოსახლეობის დასახმარებლად და როგორია ჩვენი მეზობელი ქვეყნების ანტიკრიზისული გეგმა

საქართველოს ხელისუფლებამ  ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარმოადგინა. ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი მტკიცებით, თანხები გაცილებით კარგად შეიძლებოდა, რომ გადანაწილებულიყო. „ფორტუნა“ დაინტერესდა, როგორია ანტიკრიზისული გეგმა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და რა პაკეტები შესთავაზეს სხვა ქვეყნებმა მოსახლეობასა და ბიზნესს. აზერბაიჯანის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეკონომიკის სტიმულირება 2, 5 მილიონი მანათით მოეხდინა. ეს დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარია. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებლად მობილიზდება დამატებითი რესურსებიც. აზერბაიჯანში ...

Read More »