Home » Tag Archives: აწარმოე საქართველოში (page 5)

Tag Archives: აწარმოე საქართველოში

„აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა

„აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა

„უმასპინძლე საქართველოში“ – რეგიონებში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა. სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას. პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ...

Read More »

საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ

საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ

საქართველოში ამერიკულ სატელევიზიო სერიალს გადაიღებენ.სამთავრობო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის ფარგლებში პირველი განაცხადი ამერიკულმა კომპანიამ Noirtainment უკვე დაარეგისტრირა. სერიალის პროდუსერი გელა ენდრიუ სული იქნება.  “სერიალის სიუჟეტი ასეთია: ამერიკელი ჟურნალისტი გაიგებს, რომ წარმოშობით ქართველია და სწორედ წარმომავლობის გასარკვევად ჩამოდის საქართველოში, სადაც უკვე ძირითადი სცენარი ვითარდება”, – განმარტავენ სააგენტოში. სერიალის გადაღებები უახლოეს მომავალში დაიწყება. აღნიშნული პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათით სარგებლობის ...

Read More »

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა

სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი დაემატა

„ახალი სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში, კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გადაიღონ ფილმი და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე უკან დაიბრუნონ“ – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროგრამის  „გადაიღე საქართველოში“ პრეზენტაციაზე განაცხადა. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ქარვასლაში“ მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერი ...

Read More »

ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო გაიხსნა

ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო გაიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორხევის დასახლებაში პლასტმასის საცობების ახალი საწარმო “ჯეო კეპი” გახსნა. როგორც პრემიერ-მინისტრმა გახსნის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა, სასიხარულოა, რომ ასეთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდით. “გუშინ ჩვენ გავხსენით ფარმაცევტული კომპანია. დღეს აქ ვიხილეთ ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო და ეს არის სწორედ ჩვენი საერთო წარმატება და გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ეს საწარმო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში განხორციელდა. “ეს იდეა ...

Read More »

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ფარმაცევტულ ბაზარს ახალი საწარმო შეემატა

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ფარმაცევტულ ბაზარს ახალი საწარმო შეემატა

თიბისი ბანკის მიერ დაფინანსებული უახლესი სტანდარტების მქონე ქართული ფარმაცევტული ქარხანა „ინოვასი“ გაიხსნა საწარმო თიბისი ბანკმა სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2 მლნ აშშ დოლარის რესურსით დააფინანსა. ქარხანა პირველია ბაზარზე, რომელიც ქართული ფლორის სამკურნალო პოტენციალს გამოიყენებს და განახორციელებს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების სრულ ციკლს – მოპოვება, გადამუშავება, წარმოება და ექსპორტი.   „ინოვასის“ გახსნა ხელს შეუწყობს ზოგადად ფარმაცევტული ბიზნესის განვითარებას – საწარმოს გახსნის შედეგად ...

Read More »

“აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

აწარმოე საქართველოში» ფარგლებში კიდევ ერთი საწარმო გაიხსნა

«ეს არის თვალსაჩინო მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის,» – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მაღალტექნოლოგიური ფარმაცევტული საწარმო Ynnovas-ი გახსნა. “Ynnovas არის კიდევ ერთი ქართული საწარმო, რომელიც 100%-ით გადაამუშავებს ქართულ ნედლეულს, სეზონზე კი დაასაქმებს 1 000-დან 2 000-მდე ადამიანს. ამ ფარმაცევტულ საწარმოში დაახლოებით 9 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ეს პროექტი დაიწყო გასულ წელს, ეს კომპანია იყო პირველი, რომელმაც მიიღო ...

Read More »

მიხეილ ჭკუასელი: წელს 300-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეაბილიტაცია დასრულდება

მიხეილ ჭკუასელი: წელს 300-მდე ჩაის პლანტაციის სრული რეაბილიტაცია დასრულდება

ოზურგეთში, პროექტ “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ჩაის დასაფასოებელი ახალი საწარმო გაიხსნება, რომელიც 1300 კვ/მეტრზეა განთავსებული და აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოს გახსნას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.  ჩაი “გურიელის” მწარმოებელი კომპანია “გეოპლანტის” დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის განცხადებით, 2015 წელი ჩაის წარმოებისთვის გარდამტეხი იქნება, რადგან სახელმწიფომ ეს მიმართულება პრიორიტეტად აიღო. “ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჩაის წარმოების 200-წლიანი ისტორია გააჩნია. საქართველო შედიოდა ხუთეულში ჩაის წარმოების ...

Read More »