Home » Tag Archives: ავტობანი

Tag Archives: ავტობანი

გზების ნაწილი, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება

გზების ნაწილი, სავარაუდოდ, ფასიანი გახდება

საქართველოში გზების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ამ საკითხზე მსჯელობა ისევ განახლდა, თუმცა კონკრეტულ თარიღსა და ფასზე საუბარი არ არის. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს,  საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ გზებზე გარკვეული მოსაკრებელი ეტაპობრივად დაწესდება. სპეციალისტების აზრით, გადასახადის დაწესება საჭიროა, რადგან ეს თანხა რეაბილიტაციას მოხმარდება. აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს იმის შესახებ, იქნება თუ არა ფასიანი რიკოთის მაგისტრალი ან ავტომაგისტრალის რომელიმე მონაკვეთზე გადაადგილება. საავტომობილო გზების ...

Read More »

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება

ავტობანის რიკოთის მონაკვეთზე 3 გვირაბი და 11 ხიდი აშენდება. გაზაფხულზე წარდგენილ პროექტში ცვლილება შევიდა, რამაც კიდევ 1 გვირაბის გაყვანის აუცილებლობა წარმოქმნა. ჩუმათელეთსა და ხევს შორის მთავარი გვირაბი 1750 მეტრი იქნება და ის არსებული გვირაბის პარალელურად გაივლის, რაც შეეხება კიდევ 2 გვირაბს ერთი რიკოთამდე აშენდება, მეორე კი, დიდი გვირაბის შემდეგ. მათი სიგრძე 350 მ და 470 მ იქნება. გარდა გვირაბებისა, ავტობანის ...

Read More »

რიკოთზე ავტობანის პროექტის განხორციელება 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე დაჯდება

რიკოთის პროექტის განხორციელება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაჯდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობანის სამშენებლო სამუშაოები უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც “საქმის კურსს” საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა, პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი ბიუჯეტი 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე იქნება. “რიკოთის მონაკვეთზე ინტენსიურად მიდის საპროექტო სამუშაოები. გვაქვს უკვე მონახაზი, როგორც გაივლის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და ალბათ წლის ბოლომდე გვექნება სრული პროექტი. ...

Read More »

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება

ხაშურამდე ახალი ჩქაროსნული გზა აშენდება. E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, გარა-ზემო ოსიაურის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ივნისში დასრულდება.   რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 7 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 2016 წლის ივნისში გაიხსნა, დარჩენილ 5 კილომეტრზე კი სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამინისტროში განმარტავენ, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: 12 კმ-იანი, 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 8 ხიდის, მათ შორის 2 სატრანსპორტო კვანძის (გზაგამტარით), წყალგამტარი ...

Read More »

როგორი იქნება რიკოთის ავტობანი, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დაიწყება

როგორი იქნება რიკოთის ავტობანი, რომლის მშენებლობაც 2018 წელს დაიწყება

  ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ დაანონსდა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდგომ ,,ქართული ოცნება“ რიკოთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აპირებდა. ავტობანი გზას მნიშვნელოვნად შეამცირებს, თუმცა, ამავდროულად, მისი განხორციელება ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძე აცხადებდა, რომ მსგავსი სირთულის პროექტი ევროპაში  არსად არ მიმდინარეობს. 4 ზოლიანი გზის პროექტირებისთვის 40 მილიონი აშშ დოლარი უნდა დახარჯულიყო, ხოლო ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი ...

Read More »

ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი აშენდება

ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი აშენდება

საქართველოში რამდენიმე ახალი ავტობანის და გზის მშენებლობა იგეგმება – შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა. უფრო კონკრეტულად, მთავრობის მეთაურის განმარტებით, დაგეგმილია თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის აშენება. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში იგეგმება დასრულდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალიც – სარფიდან დაწყებული, წითელ ხიდამდე და სადახლომდე. მისივე თქმით, ასევე იგეგმება ავტობანის აშენება მცხეთიდან ვლადიკავკაზამდე. ...

Read More »

რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე-ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს რომ რიკოთის უღელტეხილზე 52 კილომეტრზე ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. გთავაზობთ პოსტს : “გადაეცით…გაავრცელეთ… რიკოთის უღელტეხილზე, 52 კილომეტრზე-ავტობანის მშენებლობის პროექტირება იწყება. „ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. ასეთი სირთულის პროექტი ევროპაში დღეს არსად მიმდინარეობს“, – განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. გიორგი სეთურიძე ამბობს, რომ 4 ზოლიანი გზის ...

Read More »

“ჩემი აზრით, ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო”

"ჩემი აზრით, ავტობანი თავიდან ბოლომდე ფასიანი უნდა ყოფილიყო"

ჩვენ არ ვართ ის სახელმწიფო, რომელმაც შეიძლება ჩინეთს, ყაზახეთს, უზბეკეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს თუ სხვებს ვუკეთოთ უნიკალური გზები, მათ უნდა იხადონ ამ გზით სარგებლობისთვის, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა. კითხვაზე, რა ეტაპზეა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთი-არგვეთის მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ პირველ მონაკვეთზე დეტალური დიზაინის პროექტისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდება, ხოლო მაისის ბოლომდე  ტენდერების გამოცხადება, სავარაუდოდ, ...

Read More »

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე იქნება შესაძლებელი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ზაფხულისთვის ავტობანით სარგებლობა თბილისიდან ხაშურამდე  და ასევე საჯავახოს ხიდამდე იქნება შესაძლებელი.  “ჩვენ საზოგადოებას შევპირდით, რომ ზაფხულისთვის ორი სერიოზული მონაკვეთი დასრულდება. საუბარია თბილისიდან ერთი მხრივ, ხაშურამდე და მეორე მხრივ, სამტრედიის გავლით საჯავახოს ხიდამდე”, – განაცხადა ჯავახიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრმა ისაუბრა პროექტების დაჩქარებაზეც და განაცხადა, რომ რამდენიმე პროექტზე დაგეგმვა 2-3 თვით გადმოიწია. ...

Read More »

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი ფასიანი იქნება

რიკოთის უღელტეხილზე ავტობანი ფასიანი იქნება

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, გადაწყვეტილია, რომ რიკოთის არსებული მოდერნიზებული გზის ალტერნატივა ჩუმათელეთი-ხარაგაული-ზესტაფონის გზა იქნება. “ამჟამად მიმდინარეობს პროექტის განხილვა, შესაძლოა ეს გზა ფასიანიც კი გახდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში აუცილებლად იარსებებს ალტერნატიული გზაც”, – აცხადებს ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება. წინასწარი გათვლებით, პროექტის ღირებულება შესაძლოა 750-800 მილიონიდან 1,1 მილიარდამდე გაიზარდოს. რაც ...

Read More »