Home » Tag Archives: არასამთავრობო ორგანიზაციები

Tag Archives: არასამთავრობო ორგანიზაციები

ირაკლი გოგავა – თუ ვინმეს სურს “ოცნების” დამარცხება, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ჩამოაშორონ პოლიტიკას

“ტრამპმა საქართველოში რევოლუციურ სცენარს ამერიკული დაფინანსება გამოაცალა” ირაკლი გოგავა საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნე, გამორჩეული პოლიტოლოგია. ყოფილი პარლამენტარი და საპარლამენტო ფრაქცია “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” თავმჯდომარე სხვადასხვა წლებში მუშაობდა ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორად ერაყში, სადაც ერაყის პრეზიდენტის და პარლამენტის რეფორმებს უძღვებოდა, იყო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მრჩეველი. ის მუშაობდა პოლიტიკური კონსალტინგის ისეთ ამერიკულ კომპანიებში, როგორიცაა Burson-Marsteller, Penn, Shoen, Berland, Wooden Horse ...

Read More »

„ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებენ“

„ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებენ“

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს, სენატსა და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამერიკული თანხებით დაფინანსებული ორგანიზაციების საქართველოში საქმიანობის თაობაზე ღია წერილით მიმართოს. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განაცხადა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე საუბრისას. მისი თქმით, გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ამერიკული ფულით ფინანსდებიან, აშშ-ის ...

Read More »

რატომ მცირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა

რატომ მცირდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობა

ბოლო 1 წლის განმავლობაში, ბაზარი 15-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დატოვა ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2017 წლის აპრილში ბაზარზე 88 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მათი რაოდენობა 73 გახდა. გარდა ბაზარზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობისა, შემცირდა მათი მოგებაც. მათი რაოდენობის შემცირება, სპეციალისტთა შეფასებით უკვე გატარებულმა და სამომავლოდ მოსალოდნელმა რეგულაციებმა განაპირობა. საბანკო საქმის ექსპერტის, დავით კიკვიძის პროგნოზით, ბაზრიდან კიდევ ათეულობით კომპანია გავა. ...

Read More »

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

94-ე მუხლი – “თავისუფლების აქტი”, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს

კონსტიტუციის პროექტის განხილვა ნელ-ნელა მწვავდება. განსაკუთრებულ ყურადღებას მიწის უცხოელებზე გაყიდვა და 94-ე მუხლი (თავისუფლების აქტი) იწვევს, რომლის თანახმადაც საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღების, (გარდა აქციზისა) ან არსებული განაკვეთის გაზრდის შემთხვევაში რეფერენდუმის ჩატარებას ითვალისწინებს,  გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის თანახმად, შეუძლებელია გადასახადების სახეცვლილებაც, მაგალითად პროგრესული გადასახადის შემოღება ან სხვა. რეფერენდუმზე გატანილ უნდა იქნას მხოლოდ გადასახადის ზრდის შესახებ ...

Read More »

აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა

აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა

  დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავმჯდომარემ ყურადღება 2017 წელს დეპარტამენტში დაგეგმილ ახალ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს – ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება უკვე 17 ...

Read More »