Home » Tag Archives: აქციზი

Tag Archives: აქციზი

საწვავის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე იზრდება – მთავრობას აქციზის გადასახადის დაწევისკენ მოუწოდებენ

ბოლო პერიოდში საქართველოს საწვავის ბაზარზე ფასები მკვეთრად გაიზარდა. დღეისათვის ნავთობის ფასებმა უკვე პანდემიამდელ ნიშნულებს გადააჭარბა. კერძოდ, გასული წლის იანვრის თვეში ლონდონის სანავთობო ბირჟაზე საშუალო ფასი შეადგენდა 64 დოლარს ბარელზე, როდესაც დღეისათვის იგი 68,88 დოლარს ბარელზე შეადგენს. შედეგად, საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა და პანდემიისგან გამოწვეული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ფონი კიდევ უფრო მეტად დაამძიმა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, პანდემიამ ...

Read More »

“ეს არის სიგარეტის გაძვირების მეორე ფაზა, მალე მე-3 და მე-4 ტალღაც იქნება”

"ეს არის სიგარეტის გაძვირების მეორე ფაზა, მალე მე-3 და მე-4 ტალღაც იქნება"

“შავი ბაზრის” წილი ნახტომისებურად იზრდება და ეკონომიკა კარგავს სარგებელს” ერთ თვეში სიგარეტი 1 ლარით გაძვირდა. ცვლილება გადასახადის ზრდას უკავშირდება, მაგრამ, წესით, ასეთი მასშტაბური გაძვირება მაინც არ უნდა გამოეწვია. ფასი საბოლოოდ ადვალური გადასახადის გასამმაგებამ გამოიწვია და დღეს ბაზარზე იაფი სიგარეტი რეალურად აღარ არსებობს. თამბაქოს მასშტაბური გაძვირების პარალელურად მცირდება მოხმარებაც. უფილტრო სიგარეტის მოთხოვნა 2017-18 წლებში გაორმაგებული იყო. შარშან მისი რეალიზაცია 46%-ს შეადგენდა, ...

Read More »

ახალი წნეხი ბიზნესს – მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს

ახალი წნეხი ბიზნესს - მთავრობა აქციზების გაზრდას გეგმავს

მთავრობა საქართველოს მოსახლეობას ფინანსურ ტვირთს უზრდის საქართველოს ხელისუფლება 2019 წელს ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ზრდას გეგმავს. თუ  ბიუჯეტში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი, 2017-2018 წლის მაჩვენებლით, 1,450 მლრდ ლარს შეადგენდა, მომდენვო წლისათვის ზრდა 55 მლნ ლარის ფარგლებშია დაგეგმილი და ჯამში 1,505 მლრდ ლარს შეადგენს. აქციზის გადასახადის ზრდა ბიზნესისათვის არახალია. ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვის შემდგომ, ბიუჯეტში მოგების გადასახადიდან წარმოქმნილი შემოსულობების შემცირების ...

Read More »

მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება შემდეგ წელსაც გაჭირდება

მიზნობრივ ინფლაციასთან მიახლოება შემდეგ წელსაც გაჭირდება

2017 წლისთვის ინფლაციის, მიზნობრივი მაჩვენებელი 4% -ის ფარგლებშია განსაზღვრული, მაგრამ თითქმის მთელი წელია, ინფლაციის მაჩვენებელი, მიზნობრივზე მაღალია. ნოემბრის თვე მაინც ძალიან მძიმე გამოდგა და საქსტატის მონაცემებით ნოემბერში, წლიურმა ინფლაციის მაჩვენებელმა 6.9 % შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 1.1%-ით განისაზღვრა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ფასების მატებამ ალკოჰოლსა და თამბაქოზე, რომელზეც ფასები 19 ...

Read More »

ლუდი 2-3 კვირაში გაიაფდება

ლუდი 2-3 კვირაში გაიაფდება

დაბალალკოჰოლურ ლუდზე გადასახადი 2017 წლის 30 ივლისიდან შეიცვლება პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო და ახლა მეწარმეები პრეზიდენტის ხელმოწერასა და კანონის ძალაში შესვლას ელოდებიან. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, ამის შემდეგ ზოგიერთი კატეგორიის ლუდი გაიაფდება. შესაბამისად, მეწარმეები რეალიზაციის ზრდას ელოდებიან. ლუდის კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ფასის კლება დადებითად აისახება სამომხმარებლო ბაზარზე და ის მოსახლეობა, რომლის მსყიდველუნარიანობა დაბალია, პროდუქციის შეძენას შეღავათიან ფასად შეძლებს. ზოგადად კი ამგვარი ...

Read More »

ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კვლავ გაძვირდა

ჯიხურებში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი კვლავ გაძვირდა

თამბაქოს სარეალიზაციო ჯიხურებში სიგარეტის ფასი ბოლო ორი დღეა გაძვირებულია. ერთი კოლოფი ”ვინსტონი” 3.80 ლარიდან 3.90 ლარამდე გაძვირდა. ”როტმანსი” 3.30 ლარის ნაცვლად 3.40 ლარი ღირს. ”პალმალის” ფასმა 3.20 ლარიდან 3.30 ლარამდე მოიმატა. 4.00 ლარის ნაცვლად 4.10 ლარი გახდა ერთი კოლოფი ”კენტი”. სიგარეტი ”პრემიუმი” 2.90 ლარის ნაცვლად 3.00 ლარი ღირს, ”პირველი პრემიუმის” ფასი კი 3.10 ლარიდან 3.20 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაძვირდა ”ქემელი”, რომლის ...

Read More »

ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება

ალკოჰოლიან სასმელებზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება

ალკოჰოლიან სასმელებზე  აქციზის გადასახადის სტრუქტურა იცვლება. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით საქართველო უახლოვდება ევროკავშირის კანონდებლობას და წარმოებას მიეცემა შესაძლებლობა განვითარდეს. როგორც მან აღნიშნა, სპირტიანი სასმელების აქციზით დაბეგვრა განხორციელდება მასში ალკოჰოლის შემცველობიდან გამომდინარე – ლუდის შემთხვევაში, ალკოჰოლის პროცენტული მაჩვენებლით, ხოლო ეთილის სპირტის შემცველ საქონელზე – სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით. აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებას ლუდის ინდუქსტრია უკვე დიდიხანია ითხოვდა. წყარო: GBC

Read More »

თამბაქოს მოხმარების კუთხით, საქართველო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

თამბაქოს მოხმარების კუთხით, საქართველო ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა

თამბაქოს მოხმარების კუთხით საქართველო  ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის ადგილი უკავია.  ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნეტრი ავრცელებს.მათივე ცნობით, ამჟამად თამბაქოს მოიხმარს საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 31% (მამაკაცების 57% და ქალების 7%). მწეველობის გავრცელებას მზარდი ტენდენცია აქვს და ეს ზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებში. გარდა ამისა, 13-15 წლის მოსწავლეთა 7% (10% ბიჭი და 4% გოგო) სიგარეტის  მწველია; 42% (38% ბიჭი და 45% ...

Read More »

აქციზის ზრდის დაანონსების შემდეგ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გასამმაგდა

აქციზის ზრდის დაანონსების შემდეგ ჰიბრიდულ ავტომობილებზე მოთხოვნა გასამმაგდა

2017 წლის 1 იანვრიდან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი იზრდება. ყველაზე მეტად ძვირდება 7 წელზე ძველი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. ავტომობილის აქციზში ყველაზე ნაკლებს გადაიხდით თუ არჩევანს 7 წელზე ნაკლები წლოვანების ჰიბრიდზე შეაჩერებთ. რა თქმა უნდა, თუ თქვენი ბიუჯეტი ამის საშუალებას გაძლევთ. ბევრი ამ ცვლილებებმა შეაშინა და გაუჩინა განცდა, რომ ავტომობილს ვეღარ შეიძენს. თუმცა, მსოფლიოში იაფი და ეკოლოგიური მანქანების ხელმისაწვდომობის საკითხი, საბედნიეროდ, უფრო ...

Read More »

მთავრობა ძრავის ზეთების აქციზის გადასახადის გაორმაგებასაც გეგმავს

მთავრობა ძრავის ზეთების აქციზის გადასახადის გაორმაგებასაც გეგმავს

მთავრობა 2017 წელს პრაქტიკულად ყველა გადასახადის ზრდას გეგმავს, რის უფლებასაც მას საქართველოს კანონმდებლობა აძლევს. 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტთან მიმაგრებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტიდან, კერძოდ კი საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან ირკვევა, რომ გაორმაგდება და 800 ლარი გახდება ტონა სამანქანო ზეთის აქციზური გადასახადი. “1 იანვრიდან ნავთობპროდუქტზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავად გამოყენებულ ბუნებრივ აირზე, აქციზის განაკვეთების ზრდას. კერძოდ: 1 ტონა ბენზინზე აქციზის განაკვეთი იზრდება 250 ლარიდან ...

Read More »