Home » Tag Archives: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

Tag Archives: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა. კაიკაციშვილი 2014 წლიდან დღემდე დეპარტამენტში სერვისების განვითარების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მას ტურიზმის სფეროში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. დღეიდან, თამარ კაიკაციშვილი ტურიზმის დეპარტამენტში რეკლამის, სტატისტიკის, სერვისის განვითარებისა და  ონლაინ პროექტების განყოფილებებს გაუწევს კოორდინაციას. თამარ კაიკაციშვილი არის ლექტორი და ტურიზმის სფეროში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.  „თამარ კაიკაციშვილი არის პროფესიონალი, რომელსაც ტურიზმის სფეროში მუშაობის ძალიან ...

Read More »

ევროპელი ტურისტების დიდი უმრავლესობა მეორედ აღარ მოგზაურობს საქართველოში???

ევროპელი ტურისტების დიდი უმრავლესობა მეორედ აღარ მოგზაურობს საქართველოში???

ბოლო რამდენიმე დღეა აჟიოტაჟია ატეხილი ერთ სტატიაზე, რომელსაც საფუძვლად არანაირი კვლევა არ უდევს. სამაგიეროდ დიდი ტირაჟით ვრცელდება სხვადასხვა ინტერნეტ გვერდებზე და ჩემი რამდენიმე პატივსაცემ ფეისბუქმეგობრის ფეისბუქკედელზეც. თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გაზიარებული აქვთ ეს სტატია თუ გამიზნულად შავი პიარის მქონე მოსაზრება, რომლის ქვეშაც, კომენტარების სახით მიდის დიდი სჯა-ბაასი საქართველოში და მათ შორის აჭარაში ტურიზმის სფეროში არსებული მთელი რიგი გამოწვევების დრამატიზებულ-ქსენოფობიურ-აპოკალიპტური  სულისკვეთებით გაჟღენთილი, ...

Read More »

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა

ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში აჭარაში 307 ადამიანი გადამზადდა

დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტურიზმის განვითარების სკოლის 6 თვის საქმიანობა შეჯამდა. პრეზენტაციისას სერვისის განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ტრენინგებსა და მათ შედეგებზე ისაუბრა.   ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში პირველ ორ კვარტალში მთიან აჭარასა და ბათუმში ტურიზმში დასაქმებული 307 ადამიანი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, სურსათის უვნებლობა, დასუფთავება, პიარი და რეკლამა, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები. ...

Read More »

აჭარაში გიდების გადამზადება იწყება

აჭარაში გიდების გადამზადება იწყება

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში  60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით  იგეგმება.   მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა – ხიხანის მარშრუტი, ხულო გოდერძი – მწვანე ტბის ...

Read More »

ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

 აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა და ქართულმა სამზარეულომ ესტონელების მოწონება დაიმსახურა. ბალტიისპირეთში ყველაზე ძველ და ფართომასშტაბიან გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. კულინარიული მასტერკლასებისას ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია. როგორც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობისას გაირკვა, გამოფენაზე მოსული ვიზიტორების უმრავლესობა დაინტერესებულია ბათუმში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობით. აჭარის სტენდი გამოფენაზე ...

Read More »

აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა

აჭარაში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები სულხან ღლონტმა არასამთავრობოებთან ერთად განიხილა

  დღეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების პრიორიტეტები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე თავმჯდომარემ ყურადღება 2017 წელს დეპარტამენტში დაგეგმილ ახალ და მიმდინარე პროექტებზე გაამახვილა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონში ტურიზმის განვითარების მიზნით რამდენიმე ახალ პროექტს იწყებს – ტურიზმის განვითარების სკოლა, გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო, ტურიზმის სექტორის აღწერა და რეგიონის რეკლამირება უკვე 17 ...

Read More »

ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

ტურისტულ სააგენტოებსა და სასტუმროებს მასტერკლასი ჩაუტარდათ

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განთავასების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს მასტერკლასი ჩაუტარდათ. ბელარუსული საერთაშორისო ტურისტული კომპანიის „ინჯეოტურის” დამფუძნებელმა ეკატერინა ნიკოლაევამ თავისი გამოცდილება ქართველ კოლეგებსა და პოტენციურ პარტნიორებს დღეს გაუზიარა. რამდენიმე საათიანი მასტერკლასისას მან განთავსების ობიექტებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება სასტუმროებისა და სააგენტოების მიერ ერთობლივი ტურპაკეტების შექმნის, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვისა და მათი ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობაზე ...

Read More »

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები გრძელდება

აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებელი ტრენინგები გრძელდება

აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადება გრძელდება. ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ტრენინგები სასტუმროს ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის მენეჯერებსა და მიმღების თანამშრომლებს უტარდებათ. თბილისიდან მოწვეული ტრენერი დავით ჭავჭანიძე, რომელსაც სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მონაწილეებს 4 დღის განმავლობაში სასტუმროს განყოფილებების ფუნქციონირებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ თავის გამოცდილებას უზიარებს. ნოემბრის განმავლობაში სასტურმოს მიმღები განყოფილების თანამშრომლების გარდა ტრენინგები ...

Read More »

აჭარის რეკლამირებისთვის სამიზნე ქვეყნების რაოდენობა 17-მდე იზრდება

აჭარის რეკლამირებისთვის სამიზნე ქვეყნების რაოდენობა 17-მდე იზრდება

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 2017 წლისთვის რეგიონის რეკლამირებას 17 ქვეყანაში გეგმავს. აჭარის, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია შემდეგი წლისთვის 5 ახალ ქვეყანაში –  არაბეთის გაერთიანებული საემიროებში, საუდის არაბეთში, დუბაიში, ლატვიაში, ესტონეთში, გერმანიასა და ირანში იგეგმება. 2017 წლისთვის, ბიუჯეტიდან სარეკლამო კამპანიებისთვის 5 425 000 ლარის გამოყოფა იგეგმება. მიმდინარე წელს, კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აქტიური პიარ და მარკეტინგული ღონისძიებები 11 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, სომხეთი, ...

Read More »

აჭარა სოფლად ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპიძლებს

აჭარა სოფლად ტურიზმის ფესტივალს „განდაგანა“ უმასპიძლებს

 29 ოქტომბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ბათუმში სოფლად ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“  გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული შემოდგომა და სოფელი თავისი ტრადიციებით, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფელში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ღონისძიება სტუმრებისთვის იქნება კარგი შესაძლებლობა ევროპის მოედანზე აღმოაჩინონ აჭარული სოფლის ხიბლი, მათთვის უცნობი თუ ნაცნობი მდიდარი აჭარული სამზარეულო, ტრადიციები და ფოლკლორი. სპეციალური დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე მოეწყობა ...

Read More »