Home » Tag Archives: აჭარა (page 4)

Tag Archives: აჭარა

აჭარა ფრანქფურტში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარა ფრანქფურტში საქმიანი ტურიზმის მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ფრანქფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში „IMEX 2017“ მონაწილეობს. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთადაა წარმოდგენილი.  გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ტურისტული კომპანიების, ტურიზმის სახელმწიფო სამსახურებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და თანამშრომლობის მიზნით.  ფრანქფურტის ტურისტული გამოფენა „IMEX 2017“ მსოფლიოში საქმიანი ტურიზმის კუთხით  უმნიშვნელოვანესი გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას MICE ტურიზმით დაინტერესებული ...

Read More »

აჭარაში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

აჭარაში პირველი აგრომარკეტი ქობულეთში გაიხსნა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, რეგიონში პირველი აგრომარკეტი გაიხსნა. ახალი აგრომარკეტის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ა. რ მთავრობა ავრცელებს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი პროექტი, რომელიც აგრომარკეტების ქსელის შექმნას გულისხმობს. აგრომარკეტის გახსნით იქმნება აგროპროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია გარე ვაჭრობისას შეძენილ პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ...

Read More »

ქობულეთის პლაჟზე “ეისმან გაითი” გასართობი აპარატების მოწყობაში $300 000-ის ინვესტიციას ჩადებს

ქობულეთის პლაჟზე “ეისმან გაითი” გასართობი აპარატების მოწყობაში $300 000-ის ინვესტიციას ჩადებს

ქობულეთში მიმდინარე წელს ტურისტებს მრავალი სიურპრიზი ელოდებათ. ინვესტიცია, რომელიც პლაჟზე დამსვენებელთათვის არის გათვლილი, ტურისტებს ზღვაზე გასართობი აპარატების სრულკომპლექტს შესთავაზებს. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ცნობით, ინვესტორ ახმად ალი მირზაეის განცხადებით 300 ათას დოლარის გასართობი სხვადასხვა სახეობის აპარატი უკვე შეკვეთილია და მაისის ბოლოს უკვე საქართველოში ჩამოვა. პალატის დახმარებით დაფუძნებულ კომპანია “ეისმან გაითსა” და ფირმა “ბი.გი.აი-ს” შორის უკვე დაიდო ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე. სავაჭრო-სამრეწველო ...

Read More »

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყებს.   სასტუმრო „რედისონში“ პროექტის პრეზენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონმა“ გამართა. შეხვედრა აჭარის ფინანსტა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გახსნა:   “ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. მალე ქალაქში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება. ჩვენ ეს პირობა სასპორტო სკოლის უკან ორ სპორტული ცენტრში არსებულ სპროტულ ...

Read More »

აჭარაში გიდების გადამზადება იწყება

აჭარაში გიდების გადამზადება იწყება

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში  60 გიდის გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით  იგეგმება.   მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი მაღალმთიანი აჭარა _ ჩირუხის მარშრუტი , სხალთა – ხიხანის მარშრუტი, ხულო გოდერძი – მწვანე ტბის ...

Read More »

აჭარა ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე

აჭარა ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე

  აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს რეკლამირება ვროცლავის მე-9-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწია. პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და რეგიონში მოგზაურობით დაინტერესდნენ. გამოფენაზე ვიზიტორების განსაკუთრებული ყურადღება კი ეკოტურისტულ, სამთო და კულინარიულ მარშრუტებზე გაკეთდა.   გამოფენის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ტურისტულ და სარეკლამო კომპანიებთან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ...

Read More »

სულხან ღლონტმა ირანელ ტუროპერატორებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო

სულხან ღლონტმა ირანელ ტუროპერატორებს აჭარის ტურისტული პოტენციალი გააცნო

 აჭარაში ირანელი ტუროპერატორების ინფოტური გრძელდება. ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ სტუმრები მაღალმთიანი აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს გაეცნენ. დღის ბოლოს მათ ქედაში, აჭარული ღვინის სახლიც მოინახულეს, სადაც რეგიონში ღვინის დაყენების ტრადიციებისა და ტექნოლოგიების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ღვინის სახლში მათ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა უმასპინძლა, რომელმაც ტუროპერატორებს რეგიონში ღვინის ტურიზმისა და ზოგადად, ტურიზმის განვითარების პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე დეპარტამენტის მიერ ირანში ...

Read More »

ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

ესტონელები აჭარაში მოგზაურობით ინტერესდებიან

 აჭარის ტურისტულმა შესაძლებლობებმა და ქართულმა სამზარეულომ ესტონელების მოწონება დაიმსახურა. ბალტიისპირეთში ყველაზე ძველ და ფართომასშტაბიან გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი დამოუკიდებელი სტენდით წარადგინა. კულინარიული მასტერკლასებისას ვიზიტორებისთვის იქვე მომზადდა აჭარული ხაჭაპური, ჩურჩხელები და სხვა ქართული კერძები, რამაც სტუმრების განსაკუთრებული ჩართულობა და დაინტერესება გამოიწვია. როგორც რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაცნობისას გაირკვა, გამოფენაზე მოსული ვიზიტორების უმრავლესობა დაინტერესებულია ბათუმში და ზოგადად საქართველოში მოგზაურობით. აჭარის სტენდი გამოფენაზე ...

Read More »

თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ებრაელი ვიზიტორები აჭარით დაინტერესდნენ

თელავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ებრაელი ვიზიტორები აჭარით დაინტერესდნენ

 აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პროდუქტებს რეკლამირება თელავივის 22-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMTM 2017“ გაუწია. აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ გამოფენაზე ვიზიტორები აჭარაში მოგზაურობითა და რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესდნენ. მათი უმრავლესობა საქართველოს სტენდთან ყურადღებას ეკოტურისტულ, გასტრონომიულ და სამთო ტურისტულ მარშრუტებზე ამახვილებდა.   აჭარის მიმართ დიდია ინტერესი ავიაკომპანიების  მხრიდანაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოფენის ფარგლებში შეხვდა კიდეც რამდენიმე მსხვილი ავიაკომპანიის წარმომადგენელს, ...

Read More »

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

აჭარის ტურისტული შესაძლებლობები ლატვიელი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა

 აჭარის საზღვაო კურორტები და ეკოტურისტული შესაძლებლობები ბალტიისპირეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ტურისტულ გამოფენაზე ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული შესაძლებლობები  ლატვიაში, რიგის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Balttour 2017“ წარადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდზე წარნოდგენილი აჭარის კუთხე ტუროპერატორებისა და ვიზიტორების სიმრავლით გამოირჩეოდა.   “Balttour 2017” ბალტიის ქვეყნებში უმხვილესი ტურისტული გამოფენაა, სადაც მიმდინარე წელს 850 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მსოფლიოს 41 ქვეყნიდან ...

Read More »