Home » ახალი ამბები » “სვეტის”დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავეს
"სვეტის"დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავეს

“სვეტის”დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” დამფუძნებელი დააკავეს. ინფორმაცია “ნიუპოსტს” რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. ამის შესახებ წერს “ქრონიკა პლუსის” რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძეც.

“სვეტის”დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე დაკავებულია!

იმედია,გამოძიებასთან ითანამშრომლებს და ყველა იმ პირს დაასახელებს,სუსის მაღალჩინოსნების ჩათვლით,რომელიც “ქრონიკა+”-ში გუშინ გამოქვეყნებულ წერილშია ნახსენები !

შეგახსენებთ რომ ფინანსურ პოლიციაში გამოძიება დაახლოებით ორი კვირის წინ, 182-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღვოდა მენაშენეების მიერ სამშენებლო კომპანია „სვეტთან” გამართული აქციები, რომლებიც ბინების აშენებას, ნაწილი კი თანხების უკან დაბრუნებას მოითხოვდა.

Share