სვანეთში ჰესების მშენებლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) დააფინანსებს, – ინფორმაციას EBRD-ი ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.
განცხადებაში მითითებულია, რომ ენერგოპროექტის განსაზორციელებლად საჭირო თანხის მოცულობა $19,6 მლნ-ია, აქედან $6,9 მლნ-ს EBRD-ი თიბისი ბანკს გამოუყოფს.
საქმე ეხება სვანეთში ნაკრას, ხელრას და იპარის ჰესების მშენებლობას, ჰესების დადგმული სიმძლავრე 13.7 მგვტ-ია.
პროექტს „აქუა ენერჯის“-ის მფლობელობაში არსებული კომპანია Aquahydro განახორციელებს. სავარაუდოდ, პროექტში 40%-იანი წილის მფლობელი კომპანია Black Sea Group გახდება.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა “ბანკები და ფინანსების” გამოკითხვაში