Home » მსოფლიო » “სუპერ ლიგის” ეფექტი – საფონდო ბირჟებზე კლუბების აქციებზე ფასები გაიზარდა

“სუპერ ლიგის” ეფექტი – საფონდო ბირჟებზე კლუბების აქციებზე ფასები გაიზარდა

როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, იტალიური საფეხბურთო კლუბის “იუვენტუსი”, აქციები ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა იმ გუნდთაგან, რომლებიც შეურთდნენ იდეას ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის – “სუპერ ლიგის” დაარსებას.

“იუვენტუსის” აქციების ფასმა 10%-ით მოიმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი ახალი “სუპრელიგის” ვიცეპრეზიდენტი გახდება.

რაც შეეხება სხვა კლუბების აქციების ფასის ზრდას, რომლებიც აღნიშნულ ახალ ლიგაში აპირებენ ჩართვას, “მანჩესტერ იუნაიტედის” აქციების ფასი 3.9%-ით გაიზარდა.

ახალი ტურნირის დაფუძნება ევროპაში უეფას ჩემპიონთა ლიგის ათწლეულების ჰეგემონიას დაამხობს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟლ საკლუბო ტურნირს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს და რევოლუციას მოახდენს სპორტის სტრუქტურაში. განცხადებული გეგმის თანახმად, 15 დამფუძნებელი გუნდი გაინაწილებს 3.5 მილიარდი ევროს (4.2 მილიარდი აშშ დოლარი).

სიახლემ ახალი საკლუბო ჩემპიონატის დაფუძნების თაობაზე, აქციების ფასი გაუზარდა ისეთ კლუბებსაც, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან ამ ახალი ორგანიზაციის წევრები.

მაგალითად, გერმანული “ბორუსია დორტმუნდის” აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა, ხოლო ნიდერლანდური “აიაქსისა” კი 0.6%-ით.

ასევე, BT Group Plc-ს, რომელიც ამჟამად ტრანსილირების უფლებებს ფლობს გაერთიანებულ სამეფოში, აქციების ფასი 0.1%-ით გაეზარდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიისგან გამოწვეულმა პრობლემებმა, კლუბების ფინანსური შემოსავლები სერიოზულად შეამცირა. მაგალითად, “იუვენტუსის” აქციები 2020 წლის დასაწყისიდან 35%-ით შემცირდა.

სანდრო პირველი

 

Share