Home » ბიზნესი » სულ მალე, ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს დაიპყრობს
სულ მალე, ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს დაიპყრობს

სულ მალე, ქართული საბრძოლო ტექნიკა მსოფლიოს დაიპყრობს

რას წარმოადგენს კომპანია ,,დელტა”,  რომელ ქვეყნებში ოპერირებს და რა სახის კონტრაქტები აქვს გაფორმებული ამ ეტაპზე

საბრძოლო  სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ,,დელტა“ უკვე  მსოფლიოს 28 ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში, პერუში, პოლონეთში, ინდოეთში და ყაზახეთში.

დაჯავშნული მანქანა, ყუმბარმტყორცნი და ნაღმტყორცნი, ეს იმ საბრძოლო ტექნიკის ნაწილია რომლებიც საქართველოს სახელმწიფო საბრძოლო სამცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა ,,დელტამ“ შექმნა და 2015 წლიდან საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების აღჭურვილობაში შედის. დაჯავშნული მანქანა ეგვიპტეს ერგო წილად, დანარჩენი ტექნიკის შესახებ შეთანხმების დეტალებს ამ ეტაპზე არ ამჟღავნებენ.  ასევე,  კომპანია ,,დელტასა“ და მოლდოვის წარმოამდგენლებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიყიდვაზე.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ დელტამ სამედიცინო-საევაკუაციო მანქანის წარმოების შესახებ გამართულ ტენდერში გაიმარჯვა. საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ქართულმა პროდუქტმა ამერიკულსაც კი აჯობა.

100 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტის მიხედვით საქართელო ვალდებულია 2016 წლეს საუდის არაბეთს მიაწოდოს 100 მანქანა, რომელთაგან 12 ამ თვეში გაიგზავნება მყიდველთან.

შეთანხმებამდე ქართულმა სამედიცინო-საევაკუაციო მანქანამ საუდის არაბეთში  სერიოზული გამოცდები გაიარა. სხვადასხვა რელიეფში ის გამოსცადეს მანევრირებაში, მთებზე და უდაბნოში სიჩქარით გავლაში. მანქანამ მაქსიმალურ სიჩარეზე 40 კილომეტრის გავლა შეძლო.

სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა ,,დელტამ“  შექმნა და დააპროექტა. მას შეუძილა120 კილომეტრი საათში სიჩქარით 4 დაჭრილი ადამიანის  გადაყვანა.

მანქანა 356 ცხენის ძალის ტურბო–დიზელის ძრავით არის აღჭურვილი, აქვს ორი ფენა ჯავშანი რომელიც 7.36 მმ კალიბრის ტყვიებს და საარტილერიო ჭურვების ფრაგმენტებს უძლებს.

,,დელტას“ პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც საკმაოდ მოთხოვნადია. კომპანიამ ,,ლიბერთი ბანკს“  100-ზე მეტი ჯავშანჟილეტი მიჰყიდა. შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს ამ ეტაპზე არ ახმაურებენ.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომლის შესახებაც კომპანია მოლდოვასთან აწარმოებს მოლაპარაკებას,   2015 წლიდან მუშაობს კახეთის ტერიტორიაზე.

კომპანია ,,დელტა“  2010 წელს შეიქმნა. ცენტრის მეთაურობა საკუთრ თავზე  საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აიღო. ერთ-ერთი პირველი პროდუქტი, რომელიც დელტამ გამოუშვა იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა “ლაზიკა” და მრავალფუნქციური  ჯავშანტრანსპორტიორი  “დიდგორი”. მათი წარმოება ქართულმა ხალხმა სიხარულით მიიღო, მაგრამ მწარმოებელმა ამ ტექნიკის ექსპორტირება ვერ შეძლო. მას შემდეგ რაც დელტას ქარხანას “თბილავიამშენი” ჩამოშორდა, საქართველოში დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატების გაკეთება.

ერთ-ერთი ბოლო გამოგონებაა მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენი, რომელსაც შეუძლია როგორც საჰაერო სადაზვერო ოპერაციებში მონაწილეობა, ასევე სამიზნეების განადგურება. თვითმფრინავი აღჭურვილია ორი M134 Minigun ტიპის ტყვიამფრქვევით და 8 რაკეტით. მათი ფრენის სიმაღლე 3 კოლიმეტრია,ხოლო მაქსიმალური სიჩქარე  -180კმ/სთ. პირველად ვერტმფრენი 2015 წლის გამოფენაზე აჩვენეს.

დღეს ,,დელტა“ მსოფლიოს 28 ქვეყანაში მუშაობს მათ შორის ამერიკაში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, პერუში, ინდოეთში და ყაზახეთში.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share