Home » ახალი ამბები » სუამის წევრები თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან
სუამის წევრები თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან

სუამის წევრები თავისუფალ სავაჭრო ზონას შექმნიან

სუამის წევრი ქვეყნები თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას გეგმავენ, – საქართველოს საგარეო  საქმეთა მინისტრის თქმით, შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე მზადდება.

„წლის ბოლომდე ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მოსალოდნელია“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია სად განთავსდება სავაჭრო ზონა.

 ქართველი დიპლომატი ამბობს, რომ ეს იქნება იქნება მნიშვნელოვანი არამხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის, არამედ ეს იქნება მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კორიდორის შემდგომი გაძლიერებისა და გააქტიურებისთვის.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის და ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის ეს უმთავრესი პრიორიტეტია. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით განხორციელდება შესაბამისი ქმედებები, რათა სატრანსპორტო კორიდორი გახდეს ეფექტური და ცნობადი გლობალური მასშტაბით.

Share