Home » ფინანსები » სტომატოლოგიური მომსახურება 33%-ით გაძვირდა

სტომატოლოგიური მომსახურება 33%-ით გაძვირდა

33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის დღეს განახლებულ ინფლაციის მაჩვენებლებში.

სპეციალისტები სტომატოლოგიური მომსახურების ფასის ზრდის მიზეზად იმ რეგულაციების დაწესებას ასახელებენ, რომელიც მთავრობამ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორისთვის აამოქმედა პანდემიის მართვის და გავრცელების პრევენციის მიზნით. მედიკოსების განმარტებით, მათი დაცვა ბიზნესს ხარჯს უზრდის და უწევთ ეს ხარჯი დააბალანსოს მომსახურების გაძვირებით.

შეგახსენებთ, ეს სტომატოლოგიური მომსახურების გაძვირების მეორე ტალღაა. პირველად ეს სერვისი ჯერ კიდევ ზაფხულზე გაძვირდა.

ექიმ-სტომატოლოგების განმარტებით, ის მითითებები, რომლებიც სექტორისთვის მთავრობამ შეიმუშავა, სტომატოლოგიურ ბიზნესს ხარჯებს 20-30 პოცენტით უზრდის, რის გამოც მომსახურება ბუნებრივად ძვირდება.

report.ge

Share