Home » მსოფლიო » სტოლტენბერგი – ევროპის ფლანგებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები აშშ, კანადა, ბრიტანეთი და თურქეთი იცავენ

სტოლტენბერგი – ევროპის ფლანგებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები აშშ, კანადა, ბრიტანეთი და თურქეთი იცავენ

ევროპის ფლანგებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები აშშ, კანადა, ბრიტანეთი და თურქეთი იცავენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სააგენტო „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, ევროპის დაცვა დამოკიდებულია მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებზე და არა კონტინენტის სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვაზე.

„არ მჯერა მხოლოდ ევროპის. მე არ მჯერა მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკის. მჯერა ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის საერთო სტრატეგიული სოლიდარობის ნატო-ში. არ მჯერა, რომ რომელიმე ქვეყანას ან რომელიმე კონტინენტს მარტო შეუძლია, მართოს უსაფრთხოების გამოწვევები, რომელსაც დღეს ვაწყდებით.

კავშირის შესუსტების, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გაყოფის ნებისმიერი მცდელობა არამარტო დაასუსტებს ნატო-ს, არამედ გაყოფს ევროპას“, – თქვა სტოლტენბერგმა.

ევროკომისია საგარეო საქმეთა და თავდაცვის ინდუსტრიის პოლიტიკაში „გეოპოლიტიკური როლის“ გაზრდის გეგმას განიხილავს.

1tv.ge

Share