Home » საზოგადოება » Интер РАО სტოკჰოლმის არბიტრაჟისგან საქართველოსთვის დაკისრებული 80-მილიონიანი კომპენსაციით უკმაყოფილოა და თანხის გაზრდას მოითხოვს

Интер РАО სტოკჰოლმის არბიტრაჟისგან საქართველოსთვის დაკისრებული 80-მილიონიანი კომპენსაციით უკმაყოფილოა და თანხის გაზრდას მოითხოვს

სტოკჰოლმის საარბიტრჟო სასამართლომ რუსულ Интер РАО და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქართულ მხარეს კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას რუსული ტელეარხის, „როსია1“-ის საინფორმაციო გამოშვება „Вести“ ავრცელებს.

სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Inter RAO-მ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1“-სა და „ხრამი-2“-ის მფლობელია. მას, ასევე, კომპანია „თელასის“ ელექტროქსელის 75% ეკუთვნის.

2017 წელს მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან 125 მლნ ლარის ოდენობის კომპენსაციას ითხოვდნენ, რაც, სავარაუდოდ, ლარის გაუფასურებით იყო გამოწვეული.

რუსულ კომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობის არაერთმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მათ ინვესტიციებზე. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ 2014 წელს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის გამოთვლის მეთოდოლოგიას გადახედა, რაც ტარიფის გაზრდით ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიებს არ იძლეოდა. Inter RAO-მ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების გადახედვის თაობაზე 2016 წელს მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

„Вести“-ს ცნობით, Интер РАО ამაზე გაჩერებას არ აპირებს და 2022 წლის მარტისთვის კომპენსაციის ოდენობის გადახედვას გეგმავს, რაც, სავარაუდოდ, 100 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

Bpn.ge

Share