Home » საზოგადოება » სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმება-უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დასაქმება-უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეცვალა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული მაჩვენებლები წარადგინა, რომლის მიხედვითაც დასაქმება – უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა.

დღემდე ქვეყანა დასაქმებული მოქალაქეების მაჩვენებელს 1982 წელს მიღებული სახელმძღვანელოთი ითვლიდა, რომლის მიხედვითაც დასაქმებულად ითვლებოდა ყველა ის პირი, რომელიც საოჯახო მეურნეობაში იყო ჩართული. ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, საოჯახო მეურნეობაში ჩართული პირები დასაქმებულებად იმ შემთხვევაში ჩაითვლებიან, თუ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის 50%-ზე მეტი ბაზარზე ხვდება.

„შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალი სტანდარტის დანერგვა ითვალისწინებს თვითდასაქმებულთა გადაკვალიფიცირებას და სამუშაო ძალის დამატებითი ინდიკატორების გაანგარიშებას. კერძოდ, ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულად აღარ ითვლებიან საკუთარ ოჯახურ მეურნეობაში მომუშავე პირები, რომლებიც არ არიან ბაზარზე ორიენტირებულები და სასოფლო სამეურნეო პროდუქციას აწარმოებენ უმთავრესად (50%-ზე მეტი) საკუთარი მოხმარებისათვის. აღნიშნული სტატუსის მქონე პირები გადაკვალიფიცირდნენ ან უმუშევართა კატეგორიაში, ან მოსახლეობაში სამუშაო ძალის გარეთ, იმის მიხედვით, ეძებდნენ თუ არა სამუშაოს და მზად იყვნენ თუ არა სამუშაოს დასაწყებად“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა გოგიტა თოდრაძემ.

ახალი მეთოდოლოგიის შემოღების შემდეგ შეიცვალა ქვეყანაში ბოლო წლების დასაქმების მაჩვენებელი. სტატისტიკის სამსახურში აცხადებენ, რომ 598 ათასი მოქალაქე ცვლილების შემდეგ უმუშევართა კატეგორიაში გადავიდა.

თუ ძველი მეთოდოლოგიით მხოლოდ გასულ წელს უმუშევრობის დონე ქვეყანაში 11,6% შეადგენდა, ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით დაუსაქმებელი მოსახლეობის რაოდენობამ 17,6% შეადგინა.

წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 18%-ს აღწევდა, მესამე კვარტალში უმნიშვნელოდ შემცირდა და 17%-ით განისაზღვრა.

თქვენი აზრით, ჩამოთვლილთაგან რომელია 2020 წლის ადამიანი?

შედეგების ნახვა

Loading ... Loading ...
Share