Home » ფინანსები » სსფ: სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს

სსფ: სავალუტო ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) სავალუტო ინტერვენციების განხორციელების მომხრეა.

საფინანსო ინსტიტუტი პანდემიის შედეგად მოგზაურობაზე დაწესებული შედეგებით ლარის კურსზე განმეორებით ზეწოლაზე ამახვილებს ყურადღებას, იქვე განმარტავს, რომ თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო.

“ერთმანეთის მიყოლებით მომხდარი შოკების შედეგად, რომლებიც უკავშირდებოდა ჯერ 2019 წლის მეორე ნახევარში მოგზაურობაზე შეზღუდვის დაწესებას, შემდეგ კი, 2020 წლის დასაწყისიდან პანდემიის გამოვლენას და, ასევე, ბოლო პერიოდში სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მერყეობის გადმოცემას, ლარი განმეორებადი ზეწოლის ქვეშ მოექცა.

საქართველოს ეროვნული ბანკი სათანადოდ არის კონცენტრირებული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევაზე, რაც საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს ქვაკუთხედს წარმოადგენს. პოლიტიკის განაკვეთის ბოლოდროინდელი ზრდა ინფლაციის მოლოდინების ზრდას უკავშირდება, იმ ფონზე, რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღემატება.

თუკი საგარეო სექტორიდან მომდინარე ზეწოლა შენარჩუნდება, შესაძლოა პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდა გახდეს საჭირო. მთლიანობაში, ინფლაციის თარგეთირების ჩარჩო, მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმთან ერთად, საქართველოს კარგ სამსახურს უწევს და ბაზრის გაუმართავი მუშაობის თავიდან ასაცილებლად მიმართული სავალუტო ინტერვენციები უნდა
გაგრძელდეს”, – განმარტებულია IMF-ის მიმოხილვაში.

საფინანსო ინსტიტუტი ფინანსურმა სექტორის 2020 წლის მომგებიანობის საკითხსაც ეხება.

“საბანკო სისტემამ შეძლო ადეკვატური ბუფერების შენარჩუნება COVID-19-ის შოკთან გასამკლავებლად, რაც კრიზისამდე არსებული საზედამხედველო რეჟიმის ეფექტურობას ასახავს. სამომავლოდ საზედამხედველო პოლიტიკამ უნდა დააბალანსოს, ერთი მხრივ, აღდგენის მხარდაჭერა და, მეორე მხრივ, პროაქტიულად გაუმკლავდეს უმოქმედო სესხების ზრდას. ბანკების რეზოლუციის ახალი ჩარჩო ფინანსურ მდგრადობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს”, – აღნიშნული მიმოხილვაში.

ფონდი მიიჩნევს, რომ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის პროცესისთვის აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს კანონმდებლობის ამუშავება COVID-19 შოკის შედეგებთან გასამკლავებლად და განათლების რეფორმა.

Share