Home » ეკონომიკა » „სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან”

„სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან”

“სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ინტერესს, რადგან ამას მოყვება არა მხოლოდ ფული, ასევე დასავლური კულტურა”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორის ოთხეული” განაცხადა.

“აღსანიშნავია, რომ ბიზნესი ვითარდება არა მარტო საკუთარი რესურსით, არამედ მოზიდული ინვესტიციებით.

სრულიად მსოფლიოდან მივესალმებით ინვესტიციებს, განსაკუთრებით კი დასავლურ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან წამოსულ ინტერესს, რადგან ამას მოყვება არა მხოლოდ ფული, ასევე დასავლური კულტურა.

მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იცოდნენ თუ რა რეგულაციები დახვდებათ საქართველოში, ეს იქნება ევროპული ტიპის რეგულაციები, რასაც ეტაპობრივად ვახორციელებთ,” – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, გამოწვევები დიდია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ.

“გამოწვევები დიდია. თუნდაც შიდა პოლიტიკური ვითარება. ვინც დღეს ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარედან ინსპირირებული, რაიმე ზიანს მიაყენებს საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის განცდას ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის ის არის ქვეყნის, ხელისუფლებისა და მოსახლეობის მტერი.

რა თქმა უნდა, ძალიან ვუფრთხილდებით ტურიზმს, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკის აღდგენისთვის. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გარკვეული რეგიონებისთვის ვიყოთ გახსნილი და მიმზიდველი, რასაც ასევე უნდა გავუფრთხილდეთ. ამისთვის სრულიად მთავრობა მობილიზებული მოტივირებულია,” – განაცახადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

Share