Home » მსოფლიო » “სპუტნიკ V”-ის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვაქცინა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ორგანიზმში არ მუშაობს

“სპუტნიკ V”-ის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ვაქცინა ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების ორგანიზმში არ მუშაობს

“სპუტნიკV” და სხვა ვაქცინები ისეთი ადამიანების ორგანიზმში აღარ მუშაობენ, რომელთა სისხლში ეთილის სპირტის დონე 1%-ს აღწევს”, – განაცხადა რუსეთის გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე გინსბურგმა.

“ახლა გამოვთვალე და გამოდის, რომ ეს უდრის დღეში ჭიქა ნახევარ არაყს. რუსეთისთვის არც ისე ბევრია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ოდენობა ტოქსიკურია უჯრედებისთვის. ეთილის სპირტის ასეთი ოდენობის დროს იმუნური სისტემის უჯრედები არ მუშაობენ”, – თქვა მან.

მისივე თქმით, იგივე ხდება ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებული ადამიანების ორგანიზმში და იმ პირთა ორგანიზმში, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან და დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებს ღებულობენ.

kvira.ge

The Washington Post: შესაძლოა, რუსული ვაქცინა Sputnik V „გლობალური წარმატების ისტორია“ გახდეს

Share