Home » საზოგადოება » სპორტის სასახლესთან კიდევ ორი მაღალი, 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება
სპორტის სასახლესთან კიდევ ორი მაღალი, 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

სპორტის სასახლესთან კიდევ ორი მაღალი, 25 სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მ. ალექსიძის N9-ში, ე.წ. „აკადემქალაქის“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური, 25 სართულიანი 2 ერთნაირი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

დამკვეთი შპს „ბასილონ გლობალ სერვისია“.

პროექტის თანახმად, ორივე კორპუსი ერთნაირია ყველა პარამეტრით და ვიზუალურად სარკისებულ ვარიანტს წარმოადგენს.

ობიექტი მრავალფუნქციურია, სადაც ძირითადად განთავსდება აპარტოტელი მცირე ფართის საცხოვრებელი აპარტამენტებით. პირველი სართულები დათმობილი აქვს საოფისე, კომერციულ და კვების ობიექტებს. კორპუსების, აგრეთვე ეზოს ნაწილის ქვეშ დაგეგმარებულია მიწისქვეშა ავტოსადგომები (140).

კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობია- 18974.4კვ.მ.

კ3 გამწვანების კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი – 930.5.

სიმაღლე ნიშნულის ზევით 91.5მ.

როგორც „აიპრესს“ პროექტის მთავარმა არქიტექტორმა დავით თოფჩიშვილმა განუცხადა, იურიდიულად კორპუსების მშენებლობის უფლება აქვთ, რადგან პროექტში, დადგენილი კ2 კოეფიციენტის გადაჭარბება არ ფიქსირდება.

„აქ უკვე ვიზუალური მომენტია. ვისთვის, როგორია ესთეტიურად. სიმაღლეც და მოშენების ფართიც კანონიერად გვეკუთვნის ჩვენ“, – აღნიშნა თოფჩიშვილმა.

დედაქალაქის მერიის, არქიტექტურის სამსახურში „აიპრესს“ განუცხადეს, რომ ამ კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ნებართვა გაცემული არ არის.

ცნობისთვის, მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დროებითი შეზღუდვა დაწესდა.

korpusispo-cr-730x428

korpusisp-cr-730x428

korpusis-cr-730x428

წყარო: Ipress

Share