Home » ეკონომიკა » სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა
სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა

სპირტიანი სასმელების ექსპორტი 2-ჯერ გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკით, ამ წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტზე 11,19 მლნ აშშ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გავიდა, რითაც ის საექსპორტო კალათაში 8 ადგილზეა. მასზე მთელი ექსპორტის 4% მოდის.  წინა წლის ამავე პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი 5,1 მილიონი იყო და ექსპორტის 1,6% ეკავა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტი გაზრდილი როგორც რუსეთში ასევე ჩინეთში. კერძოდ, რუსეთში 2 თვეში 1,86 მილიონი აშშ დოლარის სპირტი და სპირტიანი სასმელები გავიდა. (2015 წ, 473,5 ათასი)

ჩინეთში ექსპორტი 7,6-ჯერ არის გაზრდილი, 117,8 ათას აშშ დოლარამდე.

წყარო: Gbc.ge

Share