Home » ბიზნესი » SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივარს სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაისთან“ დაკავშირებით

SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივარს სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაისთან“ დაკავშირებით

SPI ჯგუფი იმედოვნებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივარს სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაისთან“ დაკავშირებით

ამ კვირაში საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს, რაც უკავშირდება საქართველოში დაცულ სასაქონლო ნიშან „სტოლიჩნაიას“. ცოტა ხნის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაკმაყოფილდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სახაზინო საწარმო „სოიუზპლოდოიმპორტის“ სარჩელი, რომლის საფუველზეც გაუქმდა SPI ჯგუფის ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში. SPI ჯგუფი, რომელიც ბაზირებულია ლუქსემბურგში და წარმოდგენილია მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ბაზარზე, არის ღვინისა და სპირტიანი სასმელების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე და დინამიური კომპანია, რომელიც ახორციელებს 380 დასახელების/ბრენდის ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების, გაყიდვისა და დისტრიბუციას.

საქართველოში მიმდინარე დავა არის საერთაშორისო დავის ნაწილი, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობს 5 კონტინენტზე.

უმეტეს იურისდიქციებში, სადაც მიმდინარეობს დავები, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია ცდილობს დაესაკუთროს საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშანს. საგულისხმოა, რომ საქართველოში საქმე არ უკავშირდება საბჭოთა კავშირის ეპოქის სასაქონლო ნიშნებს. სადაო სასაქონლო ნიშნების პირველი რეგისტრაცია საქართველოში განხორციელდა მხოლოდ SPI ჯგუფის მიერ, საბჭოთა კავშირის დაშლიდან რამდენიმე წლის შემდეგ. შედეგად, რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მოთხოვნა ეფუძნება თითქოსდა ქართველი მომხმარებლების უფლებების დაცვას „მცდარი“ წარმოდგენისგან და მიმართულია ამგვარი „მცდარი“ წარმოდგენის აღმოფხვრისაკენ, რაც ბუნებაში არ არსებობს.

SPI ჯგუფი უკვე 22 წელია, რაც ფლობს ქართულ სასაქონლო ნიშნებს და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანიამ მხოლოდ 20 წლის შემდეგ გადაწყვიტა დავა საქართველოში დაეწყო.

მიუხედავად 20 წლიანი შეტევებისა კომპანიის მიმართ, SPI ჯგუფი 180-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს აღნიშნულ სასაქონლო ნიშნებს.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო არ უზრუნველყოფს არასწორი გადაწყვეტილების გაუქმებას, ეს შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს და გზას გაუხსნის სხვა არაკეთილსინდისიერ ოპორტუნისტებს, რათა მათ მიმართონ მცდელობებს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ბრენდების სასაქონლო ნიშნებზე უფლებების გაუქმებისათვის, მსგავსი გამოგონილი საფუძვლებით. ამგვარი განვითარება, დააზიანებს საქართველოს იმიჯსა და რეპუტაციას მრავალი მიმართულებით, მათ შორის შეაფერხებს ბიზნესისა და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვასა და განხორციელებას.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო დასაშვებად მიიჩნევს საკასაციო საჩივარს და სამართლიანობა გაიმარჯვებს, რათა თავიდან იქნას აცილებული სახიფათო სასამართლო პრეცენდენტის შექმნა, რაც მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს წარმოშობს ინიტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვისა და განხორციელებისათვის საქართველოში.

Share