Home » ბიზნესი » სპარში“ შეძენილ „ქენდი ნათსში“ მატლები აღმოჩნდა
სპარში“ შეძენილ „ქენდი ნათსში“ მატლები აღმოჩნდა

სპარში“ შეძენილ „ქენდი ნათსში“ მატლები აღმოჩნდა

ლაბორატორიაში ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სუპერმარკეტ „სპარში“ ნაყიდი როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ ობიანი იყო, შიგთავსში კი მატლები ჰქონდა.

ამის შესახებ, ინფორმაციას “სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (momxmarebeli.ge) ავრცელებს.

საუბარია, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში შეძენილ პროდუქციაზე.

momxmarebeli.ge-ს ცნობით, მომხმარებელმა 9 ოქტომბერს დაფარული კომენტარით აცნობა, რომ „სპარში“ ნაყიდ როშენის შოკოლადში „ქენდი ნათსი“ მატლები აღმოაჩინა.

„საჩივრის გადამოწმების მიზნით, 2017 წლის 10 ოქტომბერს, მომხმარებლის მიერ მითითებულ მაღაზია „სპარში“ (სს„ფუდმარტი“, ვაჟა-ფშაველას გამზ 2) შევიძინეთ როშენის შოკოლადი „ქენდი ნათსი“ და ლაბორატორიაში ანალიზისათვის ჩავაბარეთ. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედით, პროდუქტი აღმოჩნდა ობიანი, შიგთავსში მატლებით. სურსათის ეროვნულ სააგენტოში და მაღაზიაში წერილი უკვე გაიგზავნა“, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Share