Home » საზოგადოება » სომხეთში მზადყოფნას გამოთქვამენ დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები მიიღონ
სომხეთში მზადყოფნას გამოთქვამენ დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები მიიღონ

სომხეთში მზადყოფნას გამოთქვამენ დიდი რაოდენობით რუსი ტურისტები მიიღონ

„სომხეთს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მიიღოს დიდი რაოდენობით ტურისტი რუსეთიდან“, – ამის შესახებ სომხეთის „ტუროპერატორების და ტურაგენტების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, კარინა დავოიანმა „რია ნოვოსტს“ განუცხადა.

“ჩვენ გვაქვს პოტენციალი – შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები, ტუროპერატორების საკმარისი რაოდენობა, რომელთაც შეუძლიათ  ხელსაყრელი ტურისტული პაკეტები შესთავაზონ სომხეთში ჩამოსვლის მსურველებს, გვაქვს საინტერესო ადგილები დასასვენებლად, ატრაქციონები. ასევე, სომხეთით დაინტერესებულნი არიან რუსები”, – განაცხადა დავოანმა.

მისივე განცხადებით, ყველაზე დიდი რაოდენობის ტურისტების ნაკადი სომხეთში სწორედ რუსეთიდან ფიქსირდება.

„თქვენ იცით რით არის განპირობებული ყოველივე ეს. პირველ რიგში, არ არის ენის ბარიერი და აქ რუსებს ხვდებიან ძალიან სტუმართმოყვრულად. გარდა ამისა, რუს ტურისტებს სომხეთზე კარგი მოგონებები აკავშირებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან“, – ამბობს დავოიანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან იკრძალება.შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზეა გამოქვეყნებული.

პუტინმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა, სამშობლოში დააბრუნონ რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში დროებით არიან. ასევე, დოკუმენტში არის რეკომენდაციები რუსულ ტუროპერატოებისთვის, რომლის მიხედვითაც, მათ საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი უნდა შეიკავონ.

სანდრო პირველი

Share