Home » მსოფლიო » სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისს გაიმართება, – სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქზე“ დაწერა.

„ახლახან შევხვდი ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს გაგიკ ცარუკიანს.

შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება“- განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის მეგობრული ჟესტი საქართველოს მიმართ გაეროში – ექსპერტების ხედვა ერევნიდან

 

Share