Home » ბიზნესი » სოკოს საწარმო „თეთრ ქუდს“ წარმოების უფლება შეუჩერდა

სოკოს საწარმო „თეთრ ქუდს“ წარმოების უფლება შეუჩერდა

რუსთავთან მდებარე სოკოს მწარმოებელ კომპანია „თეთრ ქუდს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს შემოწმების შედეგად, წარმოების უფლება დაუყოვნებლივ შეუჩერდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საწარმო კომპოსტირების პროცესს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა.

„რუსთავის მოსახლეობას სოკოს საწარმოდან გაუსაძლისი სუნი წლების განმავლობაში აწუხებდა, რაც ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად პრობლემად იქცა.

ამ საკითხზე რეაგირების მიზნით, რამდენიმე დღის წინ სოკოს საწარმოს საქართველოს პარლამენტის წევრები ნინო ლაცაბიძე და ალექსანდრე დალაქიშვილი ესტუმრნენ. წარმოების ხელმძღვანელებს მათ მკაცრად მოსთხოვეს კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედება.

„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი შპს „თეთრი ქუდის“ წარმოებას მაკონტროლებლის მოთხოვნების შესრულებამდე აჩერებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share