Home » საზოგადოება » „სოკართან“ და „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებები, ამ ეტაპზე, საუკეთესო შედეგია”
„სოკართან“ და „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებები, ამ ეტაპზე, საუკეთესო შედეგია”

„სოკართან“ და „გაზპრომთან“ მიღწეული შეთანხმებები, ამ ეტაპზე, საუკეთესო შედეგია”

ექსპერტის თქმით, საქართველომ საკმაოდ წარმატებით დაასრულა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი აზერბაიჯანულ „სოკართან“ და რუსულ „გაზპრომთან“,  შესაბამისად, ქვეყანამ ამ მრავალთვიანი და არც თუ მარტივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია სამ მეტად მნიშვნელოვან შედეგს.
როგორც ლევან კალანდაძემ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, კონსორციუმთან წარამატებული მოლაპარეკებები და მიღწეული შეთანხმება და ამავდროულად ის ფაქტი, რომ საქართველომ ეფექტურად გამოიყენა მხარეებთან მოლაპარაკებების პროცესში ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული მარშრუტების ამოქმედების შესაძლებლობის ფაქტორი, გადამწყვეტი აღმოჩნდა საბოლოო შედეგისთვის.
საქართველო აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მლნ. მ3 ბუნებრივ აირს მიიღებს. აზერბაიჯანის მხარე, კერძოდ კომპანია „სოკარი“ მზადყოფნას გამოთქვამს გადახედოს საფასო პოლიტიკას და 1000 მ3 ბუნებრივ აირს კომერციული ფასი 35-40 აშშ დოლარით შეამციროს გაზგასამართი სადგურებისთვის. „გაზპრომთან“ მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურს საქართველო გატარებული გაზის 10%-ის ოდენობით ნატურის, ანუ გაზის სახით მიიღებს. ეს არის პრაქტიკულად საუკეთესო შედეგი და ის მაქსიმუმი, რომლის მიღების თეორიული შესაძლებლობაც არსებობდა და რომელიც შეიძლებოდა მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს მიმდინარე ეტაპზე მიეღწია. აღნიშნული შედეგი დიდწილად განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ქართულმა მხარემ მოლაპარაკებების პროცესში აირჩია საკმაოდ პრაგმატული და მოქნილი სტრატეგია. კერძოდ, მოლაპარაკებები წარიმართა არა ექსკლუზიურად რომელიმე ერთ კონკრეტულ მხარესთან, არამედ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც აზერბაიჯანულ „სოკართან“, ისე რუსულ „გაზპრომთან“ და რაც ყველაზე მთავარია, „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის“ კონსორციუმთან”,-განაცხადა
კალანდაძემ.
ამასთან , ლევან კალანდაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ რის ხარჯზე ზრდის საქართველოსთვის მისაწოდებელ ბუნებრივი აირის მოცულობას აზერბაიჯანი.
“რამდენიმე სცენარი განიხილება – (1) ეს შეიძლება იყოს თავად აზერბაიჯანის მიერ 20116 წლის განმავლობაში რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის შეძენა. მითუმეტეს, ცოტა ხნის წინ კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტმა ელშად ნასიროვმა თავად დაადასტურა ერთის მხრივ, აზერბაიჯანში ბუნებრივი აირის გარკვეული დეფიციტის პრობლემის არსებობა და მეორეს მხრივ, რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეძენის შესაძლებლობა; (2) ეს შეიძლება იყოს „აზერენერჯის“ თბოსადგურების მაზუთზე გადაყვანის და გამოთავისუფლებული ბუნებრივი აირის ექსპორტზე გატანა; (3) ან, შესაძლებელია ეს დაკავშირებული იყოს მეთანის გაზის კომერციალიზაციის თემებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას უკვე პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საქართველოს მხარემ აზერბაიჯანულ „სოკართან“, რუსულ „გაზპრომთან“ და „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის“ კონსორციუმთან მიაღწია ქვეყნისთვის მაქსიმალურად ეფექტიან და სარგებლიან შეთანხმებას – საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობას, გადაიხედება სატარიფო პოლიტიკა და რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტის საფასურს ქვეყანა დღეს არსებული, ანუ ძველი პირობებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნატურით, ანუ ბუნებრივი აირის სახით მიიღებს”,-აცხადებს კალანდაძე
მისივე თქმით, პოლიტიკური ოპონენტების მიერ რუსული „გაზპრომის“ თემით სპეკულირების და ამ საკითხის პოლიტიზირების მცდელობა, წარუმატებლად დასრულდა.
“საქართველოს მხარემ მიიღო პრაქტიკულად მაქსიმალური შედეგი და საკმაოდ ეფექტიანი პირობები აზერბაიჯანულ და რუსულ მხარეებთან, აგრეთვე „სამხრეთ კავკასიური გაზსადენის“ კონსორციუმთან მოლაპარაკებების პროცესში”,-აღნიშნავს კალანდაძე.
[wpolling id=”12″ width=”” height=””]
pia.ge
Share