Home » საზოგადოება » „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სპორტული კომპლექსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

„სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სპორტული კომპლექსი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა

მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში სპორტული კომპლექსი „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ააშენა და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

კომპლექსი წარმოადგენს დახურულ მულტიფუნქციურ სპორტულ სივრცეს სხვადასხვა სახეობებისთვის, როგორიცაა კალათბურთი, მინიფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი და ჭიდაობა.

სპორტულ კომპლექსში განთავსდება ტრიბუნები მაყურებელთათვის, გასახდელები, საშხაპე და სანიტარული ფართები, ინვენტარის შესანახი საწყობი და ადმინისტრაციული სივრცე. შენობის ჯამური ფართი 1157 კვადრატული მეტრია.

პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. სპორტული კომპლექსის მიმდებარედ „სოკარმა“ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა საფეხბურთო სტადიონს.

Share