Home » ბიზნესი » სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები რომელსაც ,,საქართველოს რკინიგზა” განახორციელებს
სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები რომელსაც ,,საქართველოს რკინიგზა" განახორციელებს

სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები რომელსაც ,,საქართველოს რკინიგზა” განახორციელებს

სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტები  „რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს  გააცნო რკინიგზელთა  პროფესიულ ზეიმზე, რომელსაც ვაგონშემკეთებელმა ქარხანამ „არტ ჰოლში“ უმასპინძლა.

ბახტაძემ  ყურადღება გაამახვილა  3 პრიორიტეტზე, ჯანდაცვა, განათლება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.

ჯანდაცვის მიმართულებით, სადაზღვევო პაკეტის გარდა, ამ დროისთვის 1 მლნ-მდეა დაფინანსება, რაც  მომავალი წლისთვის გაორმაგდება.

„რკინიგზა“ მომავალში  თანამშრომელთა შვილების საკოლეჯო განათლებასაც დააფინანსებს. ამ დროისთვის უკვე  აფინანსებს აბიტურიენტებს, სამაგისტრო და სადოქტორო მიმართულებებს.

ასევე დაგეგემილია  თანამშრომლების წამახალისებელი საპრემიო სისტემის კიდევ უფრო დახვეწა.

სამოტივაციო- წამახალისებელი კამპანიის ნაწილი იყო  დამსახურებული რკინიგზელებისთვის (ალბერტ იაგანაშვილი, გურამ ჯვარშეიშვილი, ნუკრი ხაბეიშვილი, რობერტ გელაშვილი) პროფესიული კავშირის პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭება და ფულადი პრემიით დაჯილდოება,  თითოეულმა 500 ლარი მიიღო.

ცერემონია 110 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე გაიმართა, რომელშიც პარტნიორი  ყველა ქვეყნის, მათ შორის უნგრეთის, ფინეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთის, ლიტვის წარმომადგენლები მონაწილეობედნენ.

2000 წლიდან საქართველოს რკინიგზელთა  პროფესიული კავშირი ,,ევროპისა და მსოფლიოს ტრანსპორტელთა პროფკავშირების (ბრიუსელი, ლონდონი) საერთაშორისო ფედერაციების” წევრი ორგანიზაციაა.

Share